„გალათასარაი“ მზადაა, პატოს ყოველთვიურად 660 ათასი ევრო გადაუხადოს
„კორინთიანსის“ თავდამსხმელი ალეშანდრე პატო, რომელიც ჯარით „სან-პაულუში“ თამაშობს, შესაძლოა, ზაფხულს „გალათასარაიში“ გადავიდეს.
თურქული კლუბი მზადაა, პატოს პირველ სეზონში ყოველთვიურად 2 მილიონი ბრაზილიური რეალი (660 ევრო) გადაუხადოს.
აღსანიშნავია, რომ მსგავს თანხაზე მეტს ბრაზილიელთაგან ყოველკვირეულად მხოლოდ „პარი სენ-ჟერმენის“ მცველს ტიაგო სილვასა (992 ათასი ევრო) და „ბარსელონას“ ფორვარდს ნეიმარს უხდიან.
იმ შემთხვევაში, თუ ალეშანდრე „გალას“ წინადადებას მიიღებს, მომდევნო ხუთ წელიწაში იგი 820 ათას ევროს მიიღებს.
სათქმელია ისიც, რომ თურქები „კორინთიანსს“ ალეშანდრეს სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა, „სან-პაულუსთან“ არსებული ხელშეკრულებით, კლუბს შეუძლია, ნებისმიერ წინადადებაზე უარი თქვას, რომლის ფასიც 15 მილიონზე ნაკლები იქნება.
24 წლის ფორვარდის შეძენის სურვილი ასევე სხვა თურქულ გრანდს, კერძოდ კი „ფენერბაჰჩეს“ აქვს.
ალექსანდრე მატევოსოვი