გალიანი: “ანჩელოტი რომ დარჩენილიყო, ბაკა რეალში გადაბარგდებოდა”
“მილანის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ აღიარა, რომ კარლოს ბაკა “რეალში” გადაბარგებასთან ძალიან ახლოს იყო.
“ბაკა შესანიშნავი ფეხბურთელია, მე მას ორი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი. მე მისი ყოფილი მწვრთნელიც, უნაი ემერიც ძალიან მომწონდა. ჩემის აზრით, ის საუკეთესო სპეციალისტია.
ბაკას შესახებ ანჩელოტიც მესაუბრებოდა. კარლო მადრიდში რომ დარჩენილიყო, ბაკა ახლა “რეალის” ფეხბურთელი იქნებოდა.” – განაცხადა გალიანიმ.