გალიანი ჰონდას წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ეხმაურება
„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ჟურნალისტებთან საუბრისას ნახევარმცველ კეისუკე ჰონდას სხვა კლუბში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ჰონდას სხვა კლუბში გაშვება არ უთხოვია“, – განაცხადა გალიანიმ.
აქამდე რამდენიმე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, იაპონელს „როსონერის“ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა.