გალიანი იტალიის ჩემპიონატის თამაშების საზღვარგარეთ ჩატარებას ითხოვს
იტალიური “მილანის” გენერალური დირექტორი, ადრიანო გალიანი თვლის, რომ იტალიური ფეხბურთი დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ, თუ ფეხბურთის ფედერაცია საშინაო ჩემპიონატის ზოგიერთ მატჩს საზღვარგარეთ ჩაატარებს.
“წინ უნდა წავიწიოთ. ვფიქრობ, თუ სერია ა-ს ზოგიერთი მატჩი საზღვარგარეთ გაიმართება, როგორც ეს NBA-ში ხდება ხოლმე, ამით იტალიური ფეხბურთი დიდ სარგებელს მიიღებს.
როდესაც ტელევიზიით ჩვენების უფლებების გაყიდვაზე ჩამოვარდება სიტყვა, უცხოური კომპანიების ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ. მარტივია, იტალიური ფეხბურთი მთელ მსოფლიოს უნდა მოედოს.
კონტრაქტი სულ მალე ამოიწურება და იმედი მაქვს, რომ ლეგა სერია ა იტალიის საზღვრებს გასცდება და ევროპული ჩემპიონატის სახეს მიიღებს.” – განაცხადა გალიანიმ.