გალიანი: “კასილასი? გეყოთ ხუმრობა”

თარიღი: ოქტომბერი 1, 2013

“როსონერის” ვიცე-პრეზიდენტი ამჟამად არანაირ პოტენციურ ტრანსფერს არ განიხილავს.

სულ ცოტა ხნის წინ, პრესით ცნობილი გახდა, რომ იანვარში “მილანის” ხელმძღვანელობა მადრიდის “რეალიდან” იკერ კასილასის შეძენას შეეცდება. თუმცა, ადრიანომ ეს ინფორმაცია უარყო.

“კასილასი? გეყოთ ხუმრობა. ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე არაფერი იგეგმება”, – განაცხადა ადრიანო გალიანიმ.

სანდრო საპანაძე

მსგავსი სიახლეები