გალიანი „მილანის“ ფეხბურთელებს მიმართავს: „სად არის ჩემი 90 მილიონი?“
„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი გუნდის გამოსვლით უკმაყოფილოა. როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა „La Gazzetta dello Sport“-ი წერს, გალიანი „როსონერის“ ბაზაზე ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს თავისი მოთხოვნები წაუყენა.
„90 მილიონი ევროს დახარჯვის შემდეგ გუნდის შედეგში განსხვავებას ვერ ვხედავ. სად არის ეს ფული? გაცილებით მეტს ვითხოვ“, – ციტირებს წყარო გალიანის.
შეგახსენებთ, რომ „ჯენოასთან“ მეექვსე ტურის გასვლით შევხედრაში „მილანი“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ამჟამად მიჰაილოვიჩის გუნდი 9 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილს იკავებს.
მიმდინარე სეზონის დაწყების წინ „მილანმა“ „რომას“ მცველი ალესიო რომანიოლი ოც მილიონ ევროდ შეიძინა და ამავე გუნდიდან მსგავს ფასად ნახევარმცველი ბერტოლაჩი დაიმატა. „შახტარის“ თავდამსხმელ ლუის ადრიანოში მილანურმა კლუბმა რვა მილიონი ევრო გადაიხადა, „სევილიას“ ფორვარდ კარლოს ბაკას ტრანსფერი კი „შავ-წითლებს“ 30 მილიონი ევრო დაუჯდათ.