გალიანი: „ფროზინონესთან“ მატჩის შემდეგ ბალოტელიმ დამირეკა და მომიბოდიშა“
„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტის ადრინო გალიანის აზრით, თავდამსხმელი მარიო ბალოტელი კარგი კუთხით შეიცვალა.
„იმისთვის, რომ გაიგოთ, ბალოტელი რამდენად შეიცვალა, გეტყვით, რომ „ფრიზონონესთან“ მატჩის დასრულების შემდეგ 15-20 წუთში მან დამირეკა და გამოუყენებელი პენალტისთვის მომიბოდიშა. გუშინ მას საუეკთესო დღე არ ჰქონდა, რადგან თერთმეთმეტრიანის გატანა ვერ შეძლო, 94-ე წუთზე კი ბურთი ძელს გაარტყა“, – ციტირებს გალიანის „Football-Italia“.