გალიანი: “შევჩენკოს ვეხვეწებოდით, “ჩელსიში” არ გადასულიყო”
“მილანის” გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი ემშვიდობება კლუბს, რომელსაც ცხოვრების 30 წელი მიუძღვნა.
“ალბათ, “მილანში” მომდევნო სამი კვირა ჩემთვის უკანასკნელი იქნება. ამაყი არ ვარ, უბრალოდ მე მხოლოდ გენერალური დირექტორის საქმიანობა ვიცი, რასაც “მილანში” 30 წლის განმავლობაში ვასრულებდი და სხვა საქმის გაკეთება არ შემიძლია” , – ციტირებს გალიანის სიტყვებს Football Italia.
ადრიანო გალიანიმ ისიც გაიხსენა, როგორ ეხვეწებოდა ანდრეი შევჩენკოს “მილანში” დარჩენას:
“ანდრეის კარგად დაფიქრება ვთხოვე. შესაძლოა, მას “მილანში” თვის განმავლობაში გოლი არ გაეტანა, მაგრამ კლუბის სიმბოლოდ მაინც დარჩებოდა. “ჩელსიში” მისდამი ასეთი დამოკიდებულება არ ექნებოდათ. ჩვენ მის არჩევანს პატივი ვეცით, გადაწყვეტილების შეცვლა არ შეგვეძლო. მაშინ ჩვენგან წავიდა ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო. ვფიქრობ, მას “მილანის” რიგებში ყველა დროის ყველაზე მეტი გოლის გატანა და ნორდალის რეკორდის დამხობა შეეძლო”.