გალიანიმ დეულოფეუს შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
პარასკევს “მილანის” ოფიციალურმა გვერდმა ჟერარ დეულოფეუს ტრანსფერის შესახებ გვამცნო, თუმცა “ევერტონმა” ეს ინფორმაცია უარყო, მოგვიანებით კი “როსონერის” პრესსამსახურმაც წაშალა ცნობა საკუთარ მიკრობლოგზე.
დღეს “მილანის” აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ შესაძლო ტრანსფერის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.
“უფლება მაქვს, გითხრათ, რომ დეულოფეუს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება. რამდენად ახლოს ვართ გარიგების წარმატებით დასრულებასთან? მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოლაპარაკებები გრძელდება”, – ციტირებს გალიანის სიტყვებს Football Italia.