გალიარდო: “დანი “იუნაიტედში” გადავა”
Daily Express-ის ცნობით, FIFA-ს აგენტი ფრანსუა გალიარდო ამტკიცებს, რომ ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვეში მომდევნო სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში ითამაშებს.
გუშინ, გალიარდო ესპანურ ტელეშოუ Neox-ში იყო მიწვეული, სადაც განაცხადა “ფეხბურთელი სეზონის ბოლოს “ბარსელონას” დატოვებს. მან “იუნაიტედთან” კონტრაქტს ხელი წინასწარ მოაწერა.”
ადრე, 31 წლის ბრაზილიელის აგენტმა დინორა სანტანამ განაცხადა, რომ ალვეში თავის მომავალს დეკემბერში ან იანვარში გადაწყვეტდა. შემდეგ კი განაცხადა, რომ კარიერას “ოლდ ტრაფორდზე” გააგრძელებდა.
ოქტომბრის დასაწყისში, თვითონ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ინგლისში აპირებდა. “ეს კატალონიაში ჩემი ბოლო სეზონია. მომავალ წელს ინგლისში გადასვლას ვაპირებ. ძალიან მინდა ფეხბურთის სამშობლოში თამაში.”