“გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ფერგიუსონმა შეტყობინება გამომიგზავნა”

თარიღი: აპრილი 30, 2020

“საუთჰემპტონის” მთავარმა მწვრთნელმა, რალფ ჰაზენჰიუტლმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში “ლესტერთან” განცდილი გამანაგდურებელი მარცხი გაიხსენა.

2019 წლის 25 ოქტომბერს “საუთჰემპტონმა” “ლესტერი” საკუთარ მოედანზე მიიღო და ანგარიშით 0:9 დამარცხდა. ავსტრიელი მწვრთნელი ამბობს, რომ ამ მატჩის შემდეგ მას ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი დაუკავშირდა და გაამხნევა.

“გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ალექს ფერგიუსონის შეტყობინება მივიღე. იქამდე, მას პირადად არ ვიცნობდი. 0:9 რომ არ წამეგო, მასთან ჩემი კონტაქტი ვერ შედგებოდა. ამ შედეგის დადებითი მხარე ესაა. ეს ნამდვილად დამეხმარა. რთულ სიტუაციაში ვიყავი, მან კი გამამხნევა. ეს მარცხი არასოდეს დამავიწყდება. თუმცა, როცა “ლესტერთან” მეორე წრის შეხვედრაში 2:1 გავიმარჯვეთ, ძალიან გამიხარდა. ეს ყველაფერი დამეხმარა იმაში, რომ უფრო გამოცდილი მწვრთნელი გავმხდარიყავი”, – უთხრა რალფ ჰაზენჰიუტლმა Sky Sports-ს.

მსგავსი სიახლეები