გამარჯვება დებიუტანტის გოლით

თარიღი: მარტი 5, 2014

მიხეილ მესხზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ლიხტენშტაინს 2:0 სძლია. გამარჯვება რა თქმა უნდა სასიხარულოა, თუმცა ნაკრებმა კვლავ ვერ აჩვენა დამაჯერებელი და ხარისხიანი ფეხბურთი.

ჩვენი გუნდის თამაშში არც კომბინაციურობა, არც გუნდურობა და არც განსაკუთრებული ჟინი არ იგრძნობოდა. შედეგი კი, რამდენიმე ფეხბურთელის ინდივიდუალურმა ოსტატობამ განაპირობა.

მატჩი თანაბრად დაიწყო, პირველ წუთებში ბურთს სტუმრები ფლობდნენ და მე-7 წუთზე პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შეიმნა. მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში, ლიხტენშტაინელთა შემადგენლობაში გამორჩეული, ნიკოლას ჰასლერი შეიჭრა და სიტუაციის გამწვავება სცადა, თუმცა დარტყმამდე საქმე არ მისულა.

სამ წუთში სტუმრებს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უპასუხეს სახიფათო მომენტით. ლობჟანიძის ჩაწოდებას კობახიძე გამოეხმაურა, თუმცა სანდროს დარტყმამ მიზანს ვერ მიაღწია.

მე-19 წუთზე კი ანანიძე-ოქრიაშვილი-ებრალიძის შესანიშნავ კომბინაციას ამ უკანასკნელის არაზუსტი დარტყმა მოჰყვა.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა აშკარა გახდა, რაც ძირითადად ბურთის ფლობაში გამოიხატებოდა. პირველი გოლი კი, სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა 25-ე წუთზე იხილა. ანანიძის შესანიშნავ გადაცემას ნაკრების დებიუტანტი გიორგი ჭანტურია გამოეხმაურა. “კლუჟის” ახალწვეულმა ბურთი მიიღო, რამდენიმე მეტოქეს გაუმკლავდა და სტუმრათა კიპერს აუღებლად დაურტყა – 1:0.  უნდა ითქვას, რომ ჭანტურიამ საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართველთა მხრიდან.

ტაიმის ბოლომდე საქართველოს ნაკრებმა ტერიტორიული უპირატესობის შენარჩუნება შესძო, თუმცა ხიფათი სტუმართა კართან არ იქმნებოდა.

მატჩის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. თამაშში კიდევ ერთი დებიუტანტი, ვაკო ყაზაიშვილი ჩაერთო.
ტაიმის დასაწყისში აღსანიშნავია ჯანოს ტექნიკური დარყტმა და ოქრიაშვილის ლამაზი ცრუმოძრაობები. თორნიკემ ჭანტურიას გასვლის შემდეგ გუნდის ლიდერის ფუნქცია იტვირთა და კარგადაც გაართვა მას თავი.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებს უპირატესობის გაზრდის საშუალება ბევრჯერ ექნებოდა, ჩვენს ფეხბურთელებს მეტი ფანტაზიით რომ ეთამაშად. სწრაფი შეტევის წამოწყების და თამაშის დროული გამწვავება ჩვენთვის კვლავ პრობლემად რჩება.

მეორე გოლი ქართველებმა ოქრიაშვილის წინააღმდეგ დარღვევისთვის დანიშნული პენალტიდან გაიტანეს. ზუსტი დარტყმა ჯანო ანანიძის ანგარიშზეა.

მატჩის ბოლოს ჩვენებს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. აღსანიშნავია ბაჩანა ცხადაძის ეპიზოდი. ბაქოს “ინტერის” ფორვარდმა ცარიელ კარს დაახლოებით 4-5 მეტრიდან ააცილა.

საბოლოო ჯამში, არც თუ ისე დამაჯერებელი 2:0 ევროპის ერთ-ერთ უსუსტეს ნაკრებთან. ფაქტია, რომ ასეთ თამაშს ჩვენი მომავალი მეტოქეები არ გვაპატიებენ.

 

საქართველო 2:0 ლიხტენშტაინი

გოლები: ჭანტურია 25′ ; ანანიძე 76′ (პენ)

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, ხუბუტია (კვერკველია 75′), კაშია, გრიგალავა (კვირკველია 45′), ებრალიძე (ყაზაიშვილი 45′), კანკავა (კაპ), კობახიძე (დაუშვილი 45′), ოქრიაშვილი (დვალიშვილი 78′), ანანიძე, ჭანტურია (ცხადაძე 58′)

სათადარიგოები: რევიშვილი, კვასხვაძე, სალუქვაძე, ხიდეშელი, ძარია, კაკუბავა. 

მწ.მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ლიხტენშტაინი: ბიჩერი, ვოლფინგერი (გური 87′), ერნე (ებერლე 70′), კაუფმანი, სტოკლასა, კრისტენი, ილდიზი, ჰასლერი, ბუჩელი, მარიო ფრიკი (დანილსონი 45′), ბურგმეიერი.

სათადარიგოები: იეჰლე, გუბსერი, მასრი, ერისი. 

მთ. მწვრთნელი: რენე პაურიტში

 



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“იუვემ” ნეიმარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართა

ესპანური “ასის” ცნობით, ტურინის “იუვენტუსმა” “პარი სენ-ჟერმენიდან” ნეიმარის გადმობირებაზე მუშაობა დაიწყო. “ბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივმა” ფინანსები იშოვა? გუნდს ახალი მეკარე, მცველები და მწვრთნელი ჰყავს

საფეხბურთო გუნდი “ლოკომოტივი” სეზონის დაწყების წინ სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის გამო ფინანსების გარეშე დარჩა და თითქმის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” დიბალას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს

იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ მილანის “ინტერი” პაულო დიბალას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გაგრადან” ლიდერები მიდიან

საფეხბურთო კლუბი “გაგრა” რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. გუნდიდან სოლომონ კვირკველია წავიდა, რომელიც, დიდი ალბათობით, რუმინულ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლადო დვალიშვილის ჩავარდნილი ტრანსფერები – დიდი თანხები, ნული შედეგი

ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი თავისი უცხოური კავშირებიდან გამომდინარე ლეგიონერებს იმატებს, მაგრამ ტრანსფერების უმეტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუნიმ “დერბი ქაუნთის” თავკაცის პოსტი დატოვა

უეინ რუნიმ “დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. “ზაფხულში ყურადღებით ვაკვირდებოდი კლუბში განვითარებულ მოვლენებს. დღეს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამო” 3 ფეხბურთელით გაძლიერდა

თბილისის “დინამო” ევროტურნირების წინ 3 ფეხბურთელით გაძლიერდა. გუნდს იჯარით გაშვებული გიორგი კუცია და დავით კობოური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰალკის ფანტასტიკური გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში (ვიდეო)

35 წლის თავდამსხმელი ჰალკი ბურთს ბრაზილიაში, “ატლეტიკო მინეიროში” აგორებს და კვლავ მაგარ ფორმაშია. ამჯერად, გოლი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შკრინიარი და “პსჟ” შეთანხმდნენ

მილანის “ინტერის” მცველი მილან შკრინიარი “პარი სენ-ჟერმენთან” პირადი კონტრაქტის ყველა პირობას დათანხმდა. ამ ინფორმაციას იტალიე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გელოდებით ნაპოლიში ხვიჩა” – იტალიელი ფანები კვარაცხელიას ელიან

ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული ლიგის მე-2 წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ამის შესახებ “ნაპოლის” ფანებმაც მალევე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი წიტაიშვილი ულამაზეს შეყვარებულთან ერთად ესპანეთში ისვენებს (ფოტოები)

საქართველოს ეროვნული ნაკრების უნივერსალი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი შვებულებას ესპანეთში შეყვარებულთან ერთად ატარებს და სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდაშვილი “ვალენსიასთან” კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს

blanquinegres გიორგი მამარდაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მეკარე “ვალენსიასთან” კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს....
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებს რეიტინგში 20 ქულა და მცირე წინსვლა ერგო

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 10 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ერთა ლიგის ჯგუფში 10 ქულით პირველ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუმინეთში კვირკველიაზე უარს ამბობენ?

ბოლო დროს რუმინეთში მთავარი განსახილველი სატრანსფერო ამბავი სოლომონ კვირკველიას “სტიაუაში” გადასვლაა. აქტიურად იწერება, რომ მხარეები [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტისა და გეგუჩაძის საერთო შეთანხმება

იტალიური პრესის ინფორმაციით, იტალიური “ნაპოლი” ლუჩანო სპალეტის ინიციატივით ბათუმის “დინამოს” დაუკავშირდა და მოსთხოვა, ხვიჩა კვ...
წაკითხვა