WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (135640) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

GAME OVER!

თარიღი: დეკემბერი 19, 2013

ანდრე ვილაშ-ბოაში “ტოტენჰემს” დაემშვიდობა და სავარაუდოდ მისი “ინგლისური ოცნებაც” ამით დასრულდება. მოდით ერთად გავიხსენოთ პორტუგალიელის მოღვაწეობა ნისლიან ალბიონზე და ვცადოთ იმ მიზეზების დადგენა, რომლებმაც ვილაშ-ბოაშს წარმატების მიღწევაში შეუშალეს ხელი. 

ცოტა შორიდან დავიწყოთ. ვილაშ-ბოაშის “პორტო” ყველას გვახსოვს. ევროპა ლიგაზე გუნდი შესანიშნავად ასპარეზობდა და სეზონი მარცხის გარეშე განვლო. ასეთი შედეგი რა თქმა უნდა ახალგაზრდა პორტუგალიელი სპეციალისტის დამსახურება იყო.

წარმატებას უკეთესი წინადადებებიც მოჰყვა და ანდრე ვილაშ-ბოაში ინგლისში გადაბარგდა. რა თქმა უნდა, პრემიერლიგა სულ სხვა დონეა. ახლა უკვე იმის თქმაც შეიძლება, რომ ვილაშ-ბოაში ცუდ დროს აღმოჩნდა ინგლისში. შესაძლოა უკეთესი იქნებოდა პორტუგალიაში დარჩენა და დაწინაურებაზე მეტი გამოცდილებით წასვლა, მაგრამ “ჩელსის” დონის კლუბები წინადადებას მხოლოდ ერთხელ აკეთებენ. თანაც, იმავე წელს “პორტომ” ფალკაო და გუარინი გაყიდა. ამ ტრანსფერებმა კლუბი ძალიან დაასუსტა.

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, პრემიერლიგა საკმაოდ მკაცრად შეხვდა ბოაშს. მიუხედავად დიდი მოლოდინისა, რომელიც ძირითადად მისი ასაკიდან და გუნდის შემადგენლობიდან იყო გამომდინარე, შედეგი არც თუ ისე კარგი აღმოჩნდა. შეიძელბა ითქვას სწორედ ამ მოლოდინმა შექმნა ის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომლის დაძლევაც პორტუგალიელმა ვერ მოახერხა.

ბოაში თვლის, რომ აბრამოვიჩმა მას ცოტა დრო მისცა. ეს ნაწილობრივ სიმართლეც არის. “ჩელსიმაც” და “ტოტენჰემმაც” სპეციალისტს ბევრი სამუშაო და მცირე დრო მისცეს. მას ორი დიდი კლუბის გადაწყობა ევალებოდა, ახალი საფეხბურთო ფილოსოფიის დანერგვაა. მაგრამ ამავე დროს იმის თქმაც შეიძლება, რომ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე დიდი დრო მხოლოდ სამ სპეციალისტს დაუთმეს. ამ სამეულიდან ახლა მხოლოდ ერთი აგრძელებს მუშაობას.

“ჩელსიში” ადგილი ქონდა ფეხბურთელებთან კონფლიქტს. ასეთ სიტუაციაში გუნდს ვერ ააწყობ. ხელმძღვანელობის წინაში კი კითხვა დგება – ფეხბურთელები თუ მწვრთნელი? პასუხი კი ამ კითხვაზე, ძალიან ადვილია.

“ტოტენჰემში” სიტუაცია განსხვავებული იყო. პირველ სეზონში შექმნილი გუნდი ნელ-ნელა ქრებოდა, სიახლე კი ლონდონელების თამაშში აღარ იყო. ნორმალურად ჩატარებულ შეხვედრას საშინელი ჩავარდნები მოჰყვებოდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ჩავარდნას შეეწირა პორტუგალიელის თანამდებობა.

ორივე შემთხვევაში ბოაში ზღვარზე იყო და ბოლო მომენტში დაკარგა კონტროლი. რა თქმა უნდა, თავისი წილი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებსაც აქვთ, მაგრამ მწვრთნელის როლი არავის არ გააუქმებია თანამედროვე ფეხბურთში.

ბოაში წავიდა და სავარაუდოდ მისი ინგლისური ისტორიაც ამით დასრულდა.



მსგავსი სიახლეები