გამგეობამ საკალათბურთო წრეებთან დაგეგმილი შეხვედრები დაასრულა

თარიღი: ნოემბერი 13, 2013

დღეს სასტუმრო “რედისონში” ფედერაციის გამგეობის წევრებისა და მწვრთნელების შეხვედრაზე საინტერესო განცხადებები გაკეთდა. მწვრთნელებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გამგეობის თავმჯდომარემ, ბესიკ ლიპარტლინმა კი დეტალურად გასცა პასუხი დასმულ კითხვებსა და წინადადებებს.

გელა წულაძე, ასაკობრივი ნაკრებების ტექნიკური დირექტორი, მწვრთნელი:

“გამგეობის საკალათურთო ფენებთნ შეხვედრების დედაზრი ისაა, თუ როგორ ჩატარდეს არჩევნები და ვინ მიიღოს მასში მონაწილეობა. მე ვფიქრობ, ამ პროცესში გარკვეული მონაწილეობა მწვრთნეებმაც უნდა მიიღონ. აქ არიან ახალგაზრდა და სტაჟიანი მწვრთნელები, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ და მუშაობენ ქართული კალათბურთის განვითარებისთვის. არავის თავს არ ვაცოდებ, მაგრამ 21 წელია გაყინული დარბაზიდან არ გამოვსულვართ. იყო დრო, როცა დარბაზი შესვლაც არ შეიძლებოდა. ისიც მახსოვს, ჩემპიონატები როგორ ტარდებოდა. ერთი ბავშვთა ლიგის პირველი გათამაშება ჩატარდა ნორმალურად, თუმცა გაყინულ დარბაზში. მისი მონაწილე ეხლანდელი პრეზიდენტობის კანდიდატი ვოვა ბოისაც იყო…იმის არდანახვა, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში და როგორ განვითარდა ეს სფერო, არ შეიძლება…

ნაკრებებზე მოგახსენებთ. ასაკობრივი ნაკრებების დანიშნულება ის არის, რომ ბავშვები მოამზადოს დიდი ნაკრებისთვის. პარალელურად თუკი შედეგსაც აჩვენებს, ეს ძალიან კარგი იქნება. ვიღაცასთვის შეიძლება იყოს ეს შედეგი, ვიღაცასთვის კი არა, მაგრამ 20-წლამდელებმა 2-ჯერ მოახერხეს A დივიზიონში გადასვლა. არიან ქვეყნები, რომლებიც იმაზე არიან დამოკიდებულნი, ეყოლებათ თუ არა ნიჭიერი თაობა. ხან გადადიან ელიტაში, ხანაც ვარდებიან. ნაკრებების გამართული ფუნქციონირება, მომზადება არის ძირითადაც მწვრთნელების დამსახურება. იყო დრო, როცა ნაკრებები არ გვყავდა, ეხლა კი ფედერაციას ისე ქვს დალაგებული სიტუაცია, რომ სეზონის წინ ყველაფერი დაგეგმილია, ტურნირები, მოსამზადებელი შეკრებები, ეს სისტემა გამართულია და ვიღაცას თუ არ უნდა ამის დანახვა, ეს მისი პრობლემაა…

აქ არის ბევრი დამსახურებული მწვრთნელი, ბევრიც არაა. ცუდია, რომ ასე გაიყო ეს სფერო. გუშინ რუსთავი 2-ზე გამოვიდა მიშა ახვლედიანი და განაცხადა, რომ მე არ მეძახიან, თორემ მივიდოდი ყველა შეხვედრაზეო.

ბესიკ ლიპარტელიანი:

8 ნოემბრს კავშირებთან შეხვედრა რომ გვქონდა, ჩემი მდივანი პირადად ელაპარაკა მიშა ახვლედიანსაც და გიორგი მარკოიშვილსაც , რომლებმაც თქვეს, მოვალთო, მაგრამ არ მოვიდნენ. ვახტანგ ნაცვიშვილმა თქვმა მოვალო და მოვიდა. რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, გასულ ორშაბათს რუსთავი 2-ის ხსენებულ გადაცემაში მეც ვიყავი მიწვეული, დამირეკა დიმა ობოლაძემ და მითხრა, რომ ახვლედინიც მოდისო. მე უცხოეთში ვიყავი და გადაცემაში ვერ მივედი. სურვილი მქონდა, დაბრუნების შემდეგ ჩაწერილიყო ეს გადაცემა, მაგრამ არ მოხერხდა…

მინდა განვაცხადო, რომ უკანონობას ფედერაცია არ ცაქამდე სჩადიოდა და არც მომავალში ჩაიდენს. ამის საშუალებას ელემენტარულად კანონმდებლობა არ მოგვცემს. ეს დებულება, რომელიც მოქმედია, დამიჯერეთ, სრულ შესაბამისობაშია კანონთან. ხოლო ის წესდება, რომელიც ჩვენ ფიბა-სთან და ქართველ იურისტებთან კონსულტაციით მივიღეთ, 10 აგვისტოს დანიშნულ ყრილობაზე არ დაგვამტკიცებინეს. რატო გააკეთეს ეს, მხოლოდ ერთი მიზეზია. ჩვენ არ დავთანხმდით წესდებაში იმ პუნქტის ჩადებას, რითაც ისინი სრულად გააკონტროლებდნენ საარჩვნო პროცესს. მიშა ახვლედიანს და მინისტრს სურდა, რომ კლუბებისთვის მიგვეცა 3-3 ხმის უფლება. ამით ისინი გარანტიას მიიღებდნენ, არჩევნებში სასურველი კანდიდატის გასაყვანად…

ამას ჩვენბ არ დავთანხმდით, რადგან საქართველოში, თუკი 3-4-ს არ ჩავთვლით, სტაბილური კლუბი არ არსებობს. შეიქმნება სუპერლიგის გუნდი და 2 წელიწადში იშლება. სამწუხაროდ, ასეთია რეალობა. ანდაც დღვანდელი სიტუაცია ავიღოთ. კლუბების 70 პროცენტს გამოცვლილი ჰყავთ მენეჯერები, რომლებიც მომავალ წელს ან იქნებიან, ან – არა. ასეთ ხალხს უნდა ავარჩვინოთ პრეზიდენტი და არა ისეთებს, როგორებიც დარბაზებიდან არ გამოდიან, მუშაობენ და ოფლს ღვრიან?! მიშა ახვლედიანს ერთადერთ კოზირად ის თუ ექნება და ამის დიდი იმედი აქვს, რომ სამინისტროს დახმარებით ქართული კალათბურთის სადავეებს ხელში ჩაიგდებს. ამას ის ვერ გააკეთბს, ამაში დამერწმუნეთ, რადგან პრეზიდენტი საკალათბურთო სამყაროს ასარჩვია და არა მინისტრის დასანიშნი.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, 14-წლამდელთა ნაკრებისა და კლუბ “ჰიუნდაის” მწვრთნელი

“სამწუხაროა, რომ თავად იმ მხარემ გაყო 2 ნაწილად როგორც საკალათბურთო სამყაროს სხვა ფენები, ისე – მწვრთნელები. მოაწყვეს შეკრება, სადაც ჩემთვის და ბევრი სხვა მწვრთნელისთვის არ დაუძახიათ. ხელი მოაწერინეს რაღაც დოკუმენტზე, რაც შემდეგ ინტერნეტში გამოქვეყნდა. ეს ნახეს ჩვენი გუნდის,”ჰიუნდაის” ბავშვებმა და იქ არც ჩემი, არც ზურა ტომარაძის და არც ერთი მათთვის ნაცნობი მწვრთნელის ხემოწერა არ იყო. ესე არ შეიძლება, საკუთარი შეხედულებისამებრ ადამიანების დაყოფა მიუღებელია. დავით თორთლაძემ პირადად დაურეკა იმ მწვრთნელებს, რომლებიც იქ მივიდნენ. ჩვენ რატომ არ დაგვირეკა? დაერეკა და მივიდოდით. თან გამოდიან და ტელევიზიით შეურაცხოფას გვაყენებენ. ყველაფერ ამის შემდეგ, მათ რომ შევხვდებით, თვალებში როგორ უნდა შემოგვხედონ.

კახა შენგელია, ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი:

“მიშა ახვლედიანის და კალათბურთელთა კავშირს კლუბების შეცდომაში შეყვანა უნდოდა, გუნდებს ხელი მოაწერინა იმაზე, რომ თუკი ფედერაცია არ აღიარებს, რომ 10 აგვისტოს ყრილობის წინ ძალადობა არ იყო და ბოდიშს არ მოუხდის დელეგატებს, შეხვედრას აზრი არ ექნებაო. ანუ ეს იყო ხელის მოწერა გამგეობასთან შეხვედრის საწინააღმდეგოდ. მეორე დღეს კი გამოდის საყვარელიძე და  კლუბების მხრიდან ბოიკოტზე, ფედერაციასთან კონფლიქტზე და ალტერნატიულ ლიგაზე საუბრობს. ეს არის პროვოკაცია და გუნდების შეცდომაში შეყვანა”.

ჯამლეტ ხუხაშვილი, “მაკაბის” პრეზიდენტი და მწვრთნელი:

“ძალიან ცუდი გააკეთა საყვარელიძემ, ეგრე თუ მოიქცა. “მაკაბი” და არც სხვა გუნდები არანაირ ბოიკოტს არ ვაცხადებთ. ჩვენ ვთამაშობთ სუპერლიგაში და ვითამაშებთ. რაც შეეხება ძალადობას, ჩემზე არანაირი ძალადობა არ ყოფილა და ვიმეორებ, დღეს რომ არჩევნები იყოს, მხარს ბესიკ ლიპარტელიანს დავუჭერდი. უბრალოდ, ის 3 პუნქტი გაითვალისინეთ წესდებაში, რომელიც სამინისტროს მიერ მიღებულ წესდების ვარიანტზე იყო ყვითლად ხაზგასმული”.

ბესიკ ლიპარტელიანი:

“ბატონო ჯამლეტ, მე აგიხსნით, რა იყო ის ყვითელიხაზები. “კალათბურთელთა კავშირი” იურისტმა ანთაძემ დაწერა ეს ყველაფერი, მიაწდა სამინისტროს, რომელმაც თავის ბლანკზე გადაიტანა და მიაწოდა კლუბებს, რომ თითქოს ფედერაცია სჩადის უკანონობას და თქვენ ამის თანამონაწილეები ხართო. ასე შეიყვანეს შეცდომაში კლუბების ხელმძღვანელები. ის რომ წაიკითხო, რაც იქ ეწერა, მართლაც იფიქრებდი, რომ ჩვენ უკანონობას ჩავდივართ, მაგრამ ეს ქვეყანა ჩალით არაა დაფარული. მე დანამდვილებით ვიცი, სამინისტროს ბლანკს და სახელს იყენებდნენ და დელეგატებს ატყუებდნენ, თითქოს ფედერაცია ფიბა-ს რეკომენდაციებს ეწინააღდეგება. ქუთაისში, გამგეობასთან შეხვედრაზე მამუკა ჩიხლაძემ ჩამისვა სწორედ ესეთი შეკითხვა, რომ სამინისტროსგან მიღბულ წესდების ვარიანტში ისეთი რამეები ეწერა, რაც ჩვენი წესდების ვარიანტში ვერ აღმოაჩინა. პირდაპირ განაცხადა, შეცდომაში ვიყავი შეყვანილიო”.

ზაზა გაბისონია, ქვემო ქართლის ფედრეაციის გამგეობის წევრი, მწვრთნელი:

“მაინტერესებს, რატომ გაანთავისუფლეს კლუბებიდან ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები – მიხეილ ბერუაშვილი, გია კაზანჯიანი, დავით უსტიაშვილი. ან რატომ დაითხოვეს სტუ-ს მწვრთნელი ზურა ტომარაძე, რომელსაც ნიკოლოზ დერიუგინი ჩაანაცვლეს”.

დავით უსტიაშვილი, 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი:

“ეროვნულ ნაკრებში ვიყავით შეკრებაზე, ევროპის ჩემპიონატი 2 კვირაში იწყებოდა, როცა გავიგე რომ კოტე ტუღუში “არმიიდან” გაათავისუფლეს. მერე კოტეს ამბავი მოგვარდა და  მე განმიცხადეს, რომ “ქუთაისის” მწვრთნელი აღარ ვიქნებოდი. რომ ვიკითხე ,ვინ და რის გამო გამიშვა მეთქი, მიპასუხეს, რომ საიდანაც გვაფინანსებენ, იქ მიიღეს ეს გადაწყვეტილებაო. “ქუთაისს” ქალაქის მუნიციპალიტეტი აფინანსებს, “რუსთავს”, საიდანაც ბერუაშვილი გაუშვეს, რუსთავის მერია, ხოლო კაზანჯიანის გამშვებ “ოლიმპს” სპორტის სამინისტრო. რა მიხვედრა უნდა, რომ სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ გუნდებზე ხელი სამინისტროს მიუწვდება. ყველაფერი ნათელია”.

ზურა ტომარაძე, სტუ-ს ყოფილი მწვრთნელი:

“ტექნიკურ უნივერსიტეტში მწვრთნელად მუშაობის პერიოდში ერთი სუპერლიგა ვერ მოვიგე, სხვა მხრივ კი ყველა ტურნირში გავიმარჯვეთ, რომელშიც სტუ გამომყავდა. როცა ამ ზაფხულს გუნდიდან გამიშვეს, სტუ-ში მწვრთნელად ნიკოლოზ დერიუგინი მოიყვანეს. მიზეზად ის დაასახელეს, რომ დერიუგინი ბრენდია, მას საზღვარგარეთ იცნობენ. ამ ლოგიკით, მიხეილ ახვლედიანი არ უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი, რადგან მისი სახელი ბრენდი არაა და პრეზიდენტობის კანდიდატებთან – კახა შენგელიასთან, მიხელ გაბრიჩიძესთან და ვლადიმერ ბოისასთან ახლოსაც ვერ მივა…

ახლვედიანმა გადაცემაში თქვა, რომ ამერიკის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩვნებში ნბა-ს 1 ხმა აქვს. თუ აწყობს ეს მოდელი, სუპერლიგასაც 1 ხმა ჰქონდეს და არა ყველა კლუბს  3-3, როგორც თავად მოითხოვს

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი “ინდიანა პეისერსში” (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსში” გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა მოსამზადებელ ეტაპზე “მინესოტას” წინააღმდეგ პარკეტზე 24 წუთი ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

კლეი ტომფსონმა ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, კლეი ტომფსონმა ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული საჩუქარი, ავტომობილი როლს-როისი გადასცა. ამერ...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია! არგენტინა ვერცხლს დასჯერდა

15 სექტემბერს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი შედგა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მართალია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საფრანგეთი დამარცხებულია! არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

სუპერმატჩი! ორი ოვერტაიმის შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა” – ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, ხოლო თავად კალათბურთელმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” იმუშავებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც ის საკალათბურთო და ბიზნესის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა