გამოძახილი მთავარი მწვრთნელის განაცხადს – როგორ არჩევს ვაისი ნაკრებს?
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა ხორვატიისა და შვეიცარიასთან მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა.
გამოძახებულთა შორის ვხედავთ ჯანო ანანიძეს, რომელსაც მოსკოვის “სპარტაკში” სათამაშო პრაქტიკა პრაქტიკულად არ აქვს, “ტვენტეს” ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიას სათამაშო პრაქტიკის გარეშე, ნიკა კვეკვესკირს, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოირჩინა და მეკარე ლაზარე კუპატაძეს, რომელიც ბოლო დროს მართლაც ცუდ ფორმაშია.
ვაისმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე სათამაშოდ გამოიძახა ბათუმის “დინამოს” შემტევი ჯაბა ჯიღაური. ჯიღაური, ისე როგორც ბათუმის “დინამო”, ბოლო დროს სათანადო კონდიციებში არ არიან.
ვაისმა კვლავ არ გამოიძახა უნგრული “მეზოკოვეშდის” ბომბარდირი, ბუდუ ზივზივაძე. ბუდუს უნგრეთის ჩემპიონატის 10 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა. ასევე, განაცხადში ვერ ვხედავთ ლუკა ზარანდიას. ზარანდია ბელგიაში სტაბილურად ასპარეზობს.
ვაისი კვლავ აგრძელებს გულშემატკივრების გაოცებას თავისი გადაწყვეტილებებით.