გამოკვლევის შედეგი: ფაბიო კოენტრაოს ფეხი აქვს მოტეხილი
როგორც იცით, შაბათს, “მონაკოსა” და “ნიცას” (1:0) შორის გამართულ მატჩში, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, რომელიც “მონაკოშია” განათხოვრებული საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 27 წლის ფეხბურთელს მატჩის შემდგომ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც დამტკიცდა, რომ მას ფეხი აქვს მოტეხილი.
ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი ის, შეძლებს თუ არა გამოცდილი მცველი ევრო-2016-ზე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნაკრების დახმარებას.
მიმდინარე სეზონში კოენტრაუმ ლიგა 1-ის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.