”გამორჩეული” – პაოლო მალდინი

თარიღი: დეკემბერი 6, 2014

პაოლო მალდინი დაიბადა 1968 წელს, მილანში (იტალია). იგი ბავშვობიდანვე ოცნებობდა ფეხბურთელობაზე. იტალიელმა მთლიანი საფეხბურთო კარიერა ,,მილანს’’ მიუძღვნა. მალდინის დებიუტი გუნდში 1985 წლის, 20 იანვარს შედგა. იტალიელი მცველი მხოლოდ და მხოლოდ 16 წლის გახლდათ. სამწუხაროდ, ამ სეზონში ეს იყო ერთადერთი მატჩი, რომელშიც პაოლო მალდინიმ მიიღო მონაწილეობა.
maradonamaldini მომდევნო სეზონში იგი არიგო საკის გუნდის ძირითადი ფეხბურთელი გახდა. ,,საკის მილანს’’ ფეხბურთის ისტორიში საუკეთესო გუნდს უწოდებენ. სწორედ, ამ ლეგენდარული გუნდის წევრი იყო წლების მანძილზე პაოლო მალდინი.
ფეხბურთელისთვის ყველაზე წარმატებული 1991-94 წლები გამოდგა, რადგან გუნდთან ერთად მან ყველა ტიტული მოიგო. 1994 წელს პაოლო მალდინიმე მესამედ მოახერხა ,,ჩემპიონთა ლიგის’’ მოგება. ფინალში მათ ,,კრუიფის ბარსელონა’’ (,,ოცნების გუნდათ’’ წოდებული გუნდი დაამარცხეს). მატჩის შემდეგ კი ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა: “სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რამდენად ბედნიერი ვიყავი მატჩის შემდეგ. ეს იყო გრძნობა, რომლის მსგავსი მანამდე არასდროს განმეცადა! სასტიკი წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობისა, მაგრამ ბარსელონას განადგურებამ, სწორედ რომ განადგურებამ, საოცარი სიამოვნება მომანიჭა! ის უდავოდ საუკეთესო შეხვედრა იყო ჩემს კარიერაში თუნდაც იმიტომ, რომ საუკეთესო ფორმაში მყოფ რომარიოს ბურთი ერთხელაც არ მივაღებინე’’.
pkkfcფეხბურთელის ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღია გასახსენებელი. მასზე საუბრისას დანაშაული იქნება 2003 წლის ‘’ჩემპიონთა ლიგის’’ ფინალი, რომ არ გავიხსენოთ. ამ წელს მალდინიმ უკვე კაპიტნის რანგში მოიგო პირველი ,,ჩემპიონთა ლიგა’’. ფინალში ,,მილანმა’’ ,,ბებერი ქალბატონი’’ დაამარცხა.
maldini_2005
ამის შემდეგ იყო დასამახსოვრებელი ორი თარიღი იტალიელის საფეხბურთო კარიერაში, 2005 და 2007 წელი. 2005 წელს იტალიურმა გრანდმა მოახერხა ,,ჩემპიონთა ლიგის’’ ფინალში გასვლა. პაოლო მალდინი ამ წელს ,,ჩემპიონთა ლიგის’’ ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა. მალდინიმ გოლო 58-ე წამზე გაიტანა. შესანიშნავი პირველი ტაიმის შემდეგ ,,მილანისტებს’’ დაუჯერებელი რამ გადახდათ თავს. ფილანის მეორე ნახევარში, ,,მერსესაიდელებმა’’ 3 გოლის გატანა შეძლეს. ძირითადი დრო ფრედ, 3-3 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ლივერპულელებმა იმარჯვეს.
MILAN VINCE CHAMPIONS: DOPPIO INZAGHI, 2-1 A LIVERPOOL
2007 წლის ფინალში კი გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად მილანელებმა ტიტული არავის დაუთმეს. 39 წლის იტალიელმა მცველმა კიდევ ერთხელ მოიგო,,ჩემპიონთა ლიგის’’ თასი.
totti-maldiniსაკლუბო კარიერა იტალიისა და ზოგადად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდამ, პაოლო მალდინი, 2009 წელს დაასრულა. ბოლო თამაში მან ,,რომას’’ წინააღმდეგ გამართა. თამაშის წინ კი მეტოქეებსაც ეცვათ მაისური წარწერით: ,,მადლობა პაოლო, დიდო კაპიტანო’’.

Milans-Paolo-Maldini-001გასვლითი თამაში ,,მილანის’’ შემადგენლობაში ,,ფიორენტინას’’ წინააღმდეგ ითამაშა. სტადიონიდან ფეხბურთელი მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილეს.
მალდინის გუნდიდან წასვლის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლეგენდარული მცველის შემდეგ კლუბში 3 ნომერით აღარავინ იასპარეზებს.
ფეხბურთელის სტატისტიკა მილანურ გრანდში: წლები: 1885-2009, მატჩი: 902, გოლი: 33.
სანაკრებო კარიერა
www.onfootball.co_.uk_მალდინის სანაკრებო კარიერა იტალიის 21 წლამდე ნაკრებში თამაშით იწყება. პაოლომ დებიუტი გოლით აღნიშნა. ხოლო რაც შეეხება იტალიის ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ,,იუგოსლავიასთან’’ შედგა. ეს თამაში იტალიელებმა ფრედ 1-1 ითამაშეს. პირველ გუნდში პაოლო მალდინიმ 126 მატჩი ჩაატარა. სანაკრებო კარიერის მანძილზე მცველმა  7 გოლის გატანა შეძლო.
პაოლო ეროვნულ ნაკრებზე: ,,სასიამოვნოა, როცა ნაკრებში თამაშობ, მაგრამ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა – სამშობლოს წარადგენ, მის ღირსებას იცავ და მოდუნების უფლება არ გაქვს. ბევრი ასეთ ნდობას ვერ უძლებს. ნაკრებში მიწვევა ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო და მიხარია, რომ ხშირად მენდობოდნენ’’.

მიღწევები:
იტალიის სერია A : 1987/1988, 1991/1992, 1992/1993, 1993/1994, 1995/1996, 1998/1999, 2003/2004
იტალიის თასი: 2002/03
იტალიის სუპერთასი : 1988, 1992, 1993, 1994, 2004
ევროპის თასი/ჩემპიონთა ლიგა: 1988/1989, 1989/1990, 1993/1994, 2002/2003, 2006/2007
ევროპის სუპერ თასი : 1989, 1990, 1994, 2003, 2007
საკონტინენთაშორისო თასი: 1989, 1990
საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული: 2007
სანაკრებო:
მსოფლიო ჩემპიონატი:  მესამე ადგილი 1990
მსოფლიო ჩემპიონატი: მეორე ადგილი 1994
მსოფლიო ჩემპიონატი: მეორე ადგილი 2000
ინდივიდუალური პრიზები:
21 წლამდელთა ევროპის წლის ფეხბურთელი: 1989
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი: 1994 “უორლდ სოკერი”
მსოფლიოს მეორე საუკეთესო ფეხბურთელი: 1995 ფიფა
ევროპის მესამე საუკეთესო ფეხბურთელი, ბრინჯაოს ბურთის მფლობელი 1994, “ფრანს ფუტბოლი,”
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, 1994 “ელ პაის”
ევროპ საუკ ფეხბუთელისთვის განკუთვნილი თასი “ბრავოს” მფლობელი 1989
შედის მილანის საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში
შედის უეფას ასეულში
შედის მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში: 2005 ფიფპრო
შედის ევროპის სიმბოლურ ნაკრებში: 2003, 2005 უეფა
შედის მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში: 1994 ფიფა
შედის ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში: 1988, 1996, 2000 უეფა
სერია ა-ს საუკეთესო მცველი 2004
ერთერთი ფეხურთელი ორიდან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის 8 პინალში (მეორეა პრანცის ჰენტო)
ორდენის ოფიცერი იტალიის რესპუბლიკის მიმართ გაწეული ღვაწლისაღვის
ორდენის კავალერი იტალიის რესპულიკის მიმართ გაეული გვაწლისთვის 1991
ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი 1989, უეფა
ფეხბურთში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა 2009 უეფა
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველი: 2007
რას ფიქრობს საფეხბურთო სამყარო მალდინიზე?

ფილიპ ლამი: „ყოველთვის პაოლო მალდინის ვბაძავდი. მას შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა აქვს“.

რაული: „მთელი კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად მალდინის წინააღმდეგ თამაში მიჭირდა“.

დევიდ ბექჰემი: „უდიდეს პატივს ვცემ მალდინის – ლეგენდარულ ფეხბურთელს, რომელიც მინდორზე გამოსვლისთანავე იმსახურებს ტაშს და ოვაციებს“

ჯენარო გატუზო: „საოცარია, რომ 20 წელზე მეტია „მილანის“ შემადგენლობაშია და ისეთივე ვნებით თამაშიბს, როგორც თავიდან იწყებდა. მე მშურს მალდინის, ზოგჯერ არ მსურს ვარჯიშზე წასვლა. ბევრი ასეთ სიტუაციაში თავს მოიავადმყოფებს ხოლმე. მხოლოდ მალდინი არ იქცევა ასე. პაოლო ნამდვილი ლიდერია. ის არასდროს უყვირის თანაგუნდელებს. დამერწმუნეთ, საფეხბურთო მოედნის გარეთაც არასდროს ბრაზობს ჩევნი კაპიტანი“.

კახა კალაძე: „მთავარი პაოლო მალდინია, გუნდის კაპიტანი, დანარჩენები ძმები ვართ. ის ყოველთვის „მილანში“ იქნება და მილანელად დარჩება“.

კარლო ანჩელოტი: „პაოლოსნაირი ფეხბურთელის ყოლა მოედანზე უკვე უპირატესობად მიმაჩნია. მისი პროფესიონალიზმი შეუფასებელია“.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

გამორჩეული მომენტები ”მილანისა და იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რატომ მოუხადა ბოდიში მალდინიმ მარადონას

“მილანის” ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც მას დიეგო მარადონასთვის ბოდიშის მოხდა მოუწია: “სერია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სასწრაფო დახმარების მანქანამ დიეგომდე მისვლას საათნახევარი მოანდომა, ვითხოვ გამოძიე

დიეგო მარადონას ადვოკატმა და ახლო მეგობარმა მატიას მორლამ განაცხადა, რომ აპირებს, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” ვიდალს დასჯის

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, მილანის “ინტერი” გუნდის ნახევარმცველ არტურო ვიდალს უპასუხისმგებლო საქციელის გამო დასჯის. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “რაც კლოპმა 2015 წლიდან იცის, მე 2004 წლიდან ვიცი”

“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო იურგენ კლოპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. კლოპი ინტერვიუებში ხშირად საუბრობს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონტე: “ჩვენსა და “რეალს” შორის განსხვავებები დავინახეთ”

“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მადრიდის “რეალთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

არტურო ვიდალმა 6 წამში ორი ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო What was Vidal thinking.. 😂 pic.twitter.com/UvLu1KH12t — ✈️ (@Arrizabalager) November 25, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლის” სტადიონისთვის მარადონას სახელის მინიჭებას აპირებენ

ნეაპოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელმა ჩირო ბორიელომ რადიოგადაცემაში განაცხადა, რომ მუშაობა დაიწყება “ნაპოლის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი და რონალდუ დიეგო მარადონას გარდაცვალების ამბავს ეხმაურებიან

დღეს, 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში ლეგენდარული ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გარდაიცვალა. არგენტინელს გულის შეტევა დაემართა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას პრეზიდენტი მარადონას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

დღეს, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონას კარიერა ფოტოებით

დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. წარმოგიდგენთ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის კარიერას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ დაუთმო ბრუნო ფერნანდეშმა მარკუს რეშფორდს პენალტი?

24 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ისტანბულ ბაშაქშეჰირი” მიიღო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფერენცვაროშის” ფეხბურთელმა “იუვენტუსის” კარში გატანილი გოლი რონალ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “იუვენტუსსა” და “ფერენცვაროშს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-19 წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩირო იმობილემ “ზენიტს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Ciro Immobile what a goal for Lazio. pic.twitter.com/JKQ25pS6ht — DeShaun (@DeshaunTalks) November 24, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “გუნდი ორკესტრია, ფირმინო კი 12 ინსტრუმენტზე უკრავს”

მერსესაიდულ “ლივერპულში” დიოგო ჟოტას გამოჩენამ რობერტო ფირმინოს პოზიციები მცირედით შეარყია. მიუხედავად ამისა, იურგენ კლოპმა პრესასთან [&he...
წაკითხვა