,,გამორჩეული” – რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა

თარიღი: დეკემბერი 12, 2014

რონალდო ღარიბ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი ნელიო ნაზარიო დე ლიმა სატელეფონო კომპანია „ტელირში“ მუშაობდა. დედა სონი დოს სანტოს ბარატა კი პიცერიაში დამლაგებელი იყო. ოთხი წლის ასაკში რონალდომ მამისგან დიდებული საჩუქარი, ტყავის ბურთი მიიღო. რონალდოს სკოლა არასოდეს უყვარდა სიარული. მას ქუჩაში ყოფნა ერჩივნა და ფეხბურთის თამაში ერჩივნა.

1988 წელს რონალდომ თავის პირველ გუნდში „ვალკუერეში“ დაიწყო თამაში. გეტყვით იმასაც, რომ ,,კიჭა’’ კარის დარაჯი გახლდათ. თუმცა, მეკარის ხელთათმანებზე მეტად მას თავდასხმაში თამაში იზიდავდ. რონალდოს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა. ეს „ვასკო და გამასთან“ მატჩში მოხდა. „ვალკუერემ“ მეტოქე რონალდოს გოლების წყალობით დაამარცხა. ეს ამბავი გუნდ „სოციალ რამოსის“ ხელმძღვანელს არ გამოპარვია, რომელმაც ფეხბურთელის დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი გადაბირება მოახერხა.

პირველი წარმატება
პირველმა წარმატება ბრაზილიელისთვის იყო ქვეყნის 17–შლამდე ასაკის ბავშვთა ნაკრებში მოხვედრა. იგი კოლუმბიაში გამართულ სამხრეთ ამერიკის ჭაბუკ ნაკრებთა ჩემპიონატის საუკეთესლ ფეხბურთელი გახდა. ბრაზილიელი ახალგაზრდა საუცხოოდ თამაშობდა. მან მალევე მიიქცია ყველას ყურადღება. პიტამ და მარტინსმა(,,ვალკუერეს’’ მფოლობელი), რონალდო „კრუზერიოს“ 50 000 დოლარად მიჰყიდა.პროფესიული კარიერა ,,პსვ-ში’’ გადასვლის შემდეგ დაიწყო. კლუბის მესვეურებს მოეწონათ გუნდის მთავარი მწვრთნელის შენაძენი. რონალდო კომპანია „ნაიკმაც“ შენიშნა და სპონსორად მოევლინა. რონალდოს კარგად ახსოვდა ის პერიდიც, როდესაც მას ბუცის შესაძენი ფული არ ჰქონდა.

1996 წელს რონალდო ამერიკაში, ატლანტის ოლიმპიადაზე გაემგზავრა. ბრაზილიის ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა,რონალდო კი გუნდის რიგებში ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. შედეგად, ფეხბურთელის შეძენით კატალონიური „ბარსელონა“ დაინტერესდა. ,,ლურჯ-ბროწეულისფერებმა’’ ბრაზილიელი რონალდო 20 მილიონ დოლარად შეიძინეს. იმის მიუხედავად, რომ რონალდო შემდეგ წლებში მადრიდის ,,რეალის’’ ღირსებას იცავდა, რონალდო მაინც ძალიან უყვართ კატალონიელ ქომაგს. გუნდის რიგებში რონალდოს სტატისტიკა ასე გამოიყურება: თამაში – 37, გოლი – 34.

კატალონიური გრანდის შემდეგ ,,კიჭა’’ ,,სერია ა-ში’’ გადაბარგდა. იტალიელების სიყვარული ფეხბურთელმა მალევე მოიპოვა. პირველ წელი ,,ინტერის’’ რიგებში წარმატებული გამოდგა. ფეხბურთელმა მოიპოვა: ოქროს ბუცი, ოქროს ბურთი და ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. სწორედ იტალიაში შეარქვეს მას ზედმეტსახელად: ,,ფენომენი’’. სტატისტიკა იტალიურ გუნდში: თამაში – 68, გოლი – 49.

იტალიური გუნდის შემდეგ იყო ,,მადრიდული დღეები’’. ფეხბურთელი წინა კლუბების მსგავსად, მადრიდშიც წარმატებულად ასპარეზობდა. მადრიდის ,,რეალმა’’ ფეხბურთელის 50 მილიონ შეძლო. ,,კიჭამ’’ 4 წარმატებული სეზონი ჩაატარა გუნდის რიგებში. საბოლოო სტატისტიკა ,,რეალში’’: თამაში – 127, გოლი – 83.

ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებული დაბრუნების შემდეგ რონალდო ისევ ,,სერია ა-ში’’ დაბრუნდა. 7,5 მილიონად ,,როსონერიმ’’ ლეგენდარული ბრაზილიელი გაიფორმა. 2007-08 წლის სეზონში ,,კიჭამ’’ გუნდის შემადგენლობაში 20 შეხვედრა ჩაატარა. ,,ფენომენმა’’ 8 გოლის გატანა მოახერხა.

2009 წელს ,,ფენომენი’’ სამშობლოში დაბრუნდა. ,,კორინთიანსში’’ ,,კიჭამ’’ 52 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.

სანაკრებო კარიერა
საკლუბო კარიერასთან ერთად, ,,ფენომენისთვის’’ სანაკრებოც წარმატებული გამოდგა. 1994 და 2002 წელს იგი მსოფლიო ჩემპიონი. სანაკრებო კარიერის სტატისტიკა: თამაში 98, გოლი – 62.

მიღწევები

ეროვნული ნაკრები

FIFA-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი

15 გოლი 19 თამაშში 3 მსოფლიო ჩემპიონატში.
2006 ბრიანჯაოს ბუცი (მესამე ადგილი) – 3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა.
2002 ოქროს ბუცი (პირველი ადგილი) – 8 გოლი
2002 ვერცხლის ბურთი – მეორე საუკეთესო ფეხბურთელი
2002 გამარჯვებული
1998 ოქროს ბურთი – საუკეთესო ფეხბურთელი
1998 ბრინჯაოს ბუცი (მესამე ადგილი) – 4 გოლი, 4 საგოლე გადაცემა.
1998 მეორე ადგილოსანი.
1994 გამარჯვებული
ფიფა-ს კონფედერაციის თასი
1997 გამარჯვებული
კოპა ამერიკა1997 გამარჯვებული
1999 გამარჯვებული
ოლიმპიური თამაშები
1996 მესამე ადგილოსანი

საკლუბო კარიერა

კრუზეირო
1993 ბრაზილიის თასი
პსვ ეინდჰოვენი
1996 ჰოლანდიის თასი
ბარსელონა
1996 ესპანეთის სუპერ თასი
1997 ევროპის თასების მფლობელთა თასი
ინტერი
1998 უეფას თასი
რეალ მადრიდი
2002 საკონტინენტთაშორისო თასი
2002-03 ლა ლიგა
2003 ესპანეთის სუპერ თასი

მსგავსი სიახლეები