”გამორჩეული” – ტიერი ანრი

თარიღი: დეკემბერი 5, 2014

‘’ლონდონის მეფე’’, ტიერი ანრი დაიბადა  პარიზის მახლობლად, ესონის დეპარტამენტის ქალაქ ლეს ულისში.  პატარა ფრანგ ბიჭუნას ფეხბურთის სიყვარული ბავშვობიდანვე გამოყვა. ტიტის საკლუბო კარიერა ‘’მონაკოში’’ დაიწყო. კლუბის მესვეურები 13 წლის ფრანგი ბიჭით 1990 წელს დაინტერესდნენ. მათ მალევე მოახერხეს ანრის გაფორმება.  ‘’მონაკოს’’ რიგებში მისი პროფესიული დებიუტი კი 1994 წელს შედგა.

‘’მონაკო’’:  გუნდის ღირსებას ტიერი ანრი 1994 წლიდან 1998 წლამდე იცავდა. ამ ხნის მანძილზე ფრანგმა ფეხბურთელმა 110 მატჩის ჩატარება და 20 გოლის გატანა შეძლო. 1998 წლისათვის ტიერი ანრიმ მთლიანი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია. ფრანგი თავდამსხმელისთვის ბრძოლაში ‘’ბებერი ქალბატონი’’ დაწინაურდა. ამავე წელს, მათ ანრის შეძენა 10.5 მილიონ ევროდ მოახერხეს.
გამორჩეული მომენტები:

”იუვენტუსი” : ტიტისთვის ‘’ბებერი ქალბატონის’’ შემადგენლობაში თამაში, საფეხბურთო კარიერის მანძილზე ყველაზე არანაყოფიერი გამოდგა. გუნდის შემადგენლობაში მან მხოლოდ და მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელმა ‘’იუვენტუსის’’ მაისურით  3 გოლის გაიტანა შეძლო.
გამორჩეული მომენტები:  


”არსენალი”:  ამის შემდეგ ფეხბურთელისთვის იყო ლონდონურ კლუბში 8 წლიანი წარმატებული პერიოდი. ტიტი ‘’მეთოფეთა’’ კერპად ჩამოყალიბდა. მან მალევე მოახერხა ფანების დიდი სიყვარულის მოპოვება. ‘’არსენალმა’’ ფეხბურთელის შეძენა 10.5 მილიონ ევროდ მოახერხა. არსენ ვენგერი ყოველთვის თვალდახუჭული ენდობოდა ფრანგ ფეხბურთელს. გუნდში მან ნიკოლას ანელკა შეცვალა. ანრის თავდასხმაში თამაში ყველაზე კარგად გამოსდიოდა. პირველი სეზონის ბოლოს, ტიტის ანგარიშზე 26 გატანილი იყო. ამავე წელს, კი ლონდონის ‘’არსენალი’’ ‘პრემიერ ლიგაში’’ მეორე ადგილზე გავიდა. ‘’არსენალში’’ თამაშისას 2002-03 წლის სეზონიც გამორჩეული იყო. ფრანგმა ფეხბურთელმა სეზონი 42 გატანილი გოლით დაასრულა. საბოლოოდ, მისი სტატისტიკა ლონდონურ გრანდში ასე გამოიყურება: 258 თამაში და 176 გოლი.

გამორჩეული მომენტები:

”ბარსელონა”:  კატალონიის ‘’ბარსელონამ’’ ტიერი ანრი 2007 წელს შეიძინა. 3 სეზონის მანძილზე ტიტი 14 ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა. ტრანსფერის ფასმა 21.1 მილიონ ევროს შეადგინა. ‘’არსენალში’’ გატარებული დაუვიწყარი წლების შემდეგ ტიტი ”ბლაუგრანას” შემადგენლობაში,ისევ მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობდა. კატალონიურ გრანდში მან 80 შეხვედრა ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა. ტიერი ანრ,‘’მეთოფეებთან’’ ერთად, დღემდე ყველა ‘’ლურჯ-ბროწეულისფერთა’’ ქომაგს უყვარს. მისი თამაში ყველასთვის დასამახსოვრებელი იყო.
გამორჩეული მომენტები:


”ნიუ-იორკ რედ ბულსი”: ტიტი კლუბში 2010 წლის ივლისში გადავიდა. მან გუნდის შემადგენლობაში 45 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაატანა შეძლო. “ნიუ იორკ რედ ბულსმა” რამდენიმე დღის წინ კი ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტიერი ანრი დეკემბერში კლუბს დატოვებს.
გამორჩეული მომენტები: 


სანაკრებო კარიერა: ტიერი ანრის კარიერის მანძილზე წარმატებული სანაკრებო კარიერაც ჰქონდა. 1997 წელს ის საფრანგეთის U20 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს. მათ შემადგენლობაში ფრანგმა 5 თამაში ჩაატარა. 20 წლამდე ახალგაზრდულ ნაკრებში მან 3 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს. ტიტიმ მონაწილეობა მიიღო 1998, 2002, 2006 მსოფლიო ჩემპიონატზე. ამასთან ერთად,ფრანგმა 2000, 2004, 2008 ევროპის ჩემპიონატზეც დაეხმარა ეროვნულ ნაკრებს.საბოლოო ჯამში, ეროვნულ ნაკრებში მან 121 მატჩი ჩაატარა და  51 გოლის გატანა მოახერხა.

  • მიღწევეები:მონაკო
    ლიგა 1: 1996-97
    საფრანგეთის სუპერ თასი: 1997

    არსენალი
    პრემიერ ლიგა: 2001-02, 2003-04
    ინგლისის საფეხბურთო თასი: 2002, 2003, 2005
    FA Community Shield: 2002, 2004
    უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მე-2 ადგილი: 2006
    უეფა-ს თასი მე-2 ადგილი: 2000

      ნიუ-იორკ რედ ბულსი
       მლს აღმოსავლეთ კონფერენცია (1): 2010

    საფრანგეთის ეროვნული ნაკრები
     ფიფას მსოფლიო თასი
მონაწილეობა: 1998, 2002, 2006
გამარჯვება: 1998
მე-2 ადგილი: 2006

უეფას ევროპის ჩემპიონატი
გამარჯვება: 2000
მონაწილეობა: 2000, 2004, 2008

კონფედერაციის თასი: 2003

პირადი ჯილდოები
ევროპის ოქროს ბუცი: 2004, 2005
პრემიერ ლიგის ბომბარდირი: 2001–02, 2003–04, 2004–05, 2005–06. ასევე, ანრი ლიდერობდა გოლებით ლიგის ოთხივე დივიზიაში 2004 და 2006 წლებში.
კონფედერაციის თასის ბომბარდირი: 2003
კონფედერაციის თასის ოქროს ბურთი: 2003
Onze d’Or: 2003, 2006
PFA წლის მოთამაშე მოთამაშეთა შორის: 2002-03, 2003-04
PFA წლის ნაკრები: 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2006
FWA წლის ფეხბურთელი: 2002-03, 2003-04, 2005-06
ფიფას წლის მოთამაშე:
მე-2 ადგილზე: 2003, 2004
მსოფლიო XI თავდამსხმელი: 2006
უეფას წლის ნაკრები: 2001, 2002, 2003, 2004, 2006
ევროპის წლის ფეხბურთელი
მე-2 ადგილი: 2003
მე-3 ადგილი: 2006
წლის ფრანგი ფეხბურთელი: 2000, 2003, 2004, 2005, 2006
დასახელებულ იქნა პელეს მიერ საუკეთესო 125 ცოცხალ ფეხბურთელებს შორის 2004-ის მარტში.

მსგავსი შინაარსის სტატიები ყოველკვირეულად დაიდება. ჩვენი საიტის ერთგულ მომხმარებელებს კი შეუძლიათ კომენტარის სახით დაწერონ, თუ რომელი ფეხბურთელის ხილვა სურთ შემდეგ ნომერში.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ემოციური კადრები – გულშემატკივრები მარადონას ემშვიდობებიან (ფოტო, ვიდეო)

26 ნოემბერს დიეგო მარადონას ცხედარი არგენტინის პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაასვენეს. ლეგენდარულ ფეხბურთელს ბუენოს აირესში უამრავი გულშემატკივარი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფამ “ყარაბაღის” პრესსამსახურის უფროსი ფეხბურთიდან სამუდამოდ განკვეთა

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს დისციპლინურმა კომიტეტმა საფეხბურთო კლუბ “ყარაბაღის” პრესსამსახურის უფროსი ნურლან იბრაჰიმოვი ნებისმიერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიქაბაძის სასწაული მაკრატელა 20 მეტრიდან და მამარდაშვილის საოცარი სეივი (ვიდეო)

ეროვნული ლიგის გადადებულ მატჩში ბათუმის “დინამო” თბილისის “ლოკომოტივს” მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 0-0 [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: ‘საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა არ მინდა და ამას თავისი ახსნა აქვს&

ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ განაცხადა, რომ მას რამდენიმე ქვეყნიდან შემოთავაზებები აქვს, თუმცა ჯერ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “რაც კლოპმა 2015 წლიდან იცის, მე 2004 წლიდან ვიცი”

“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო იურგენ კლოპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. კლოპი ინტერვიუებში ხშირად საუბრობს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონტე: “ჩვენსა და “რეალს” შორის განსხვავებები დავინახეთ”

“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მადრიდის “რეალთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘გააუქმეთ 10 ნომერი ყველა გუნდში’ – ვილაშ-ბოაშის სურვილი

მარსელის” ოლიმპიკის” მთავარი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა. პორტუგალიელი სპეცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

15 იანვრამდე ყველა სახის სპორტული ღონისძიება შეჩერდება!

დღეს საქართველოს მთავრობა შეზღუდვების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოაცხადებს, მანამდე კი რამდენიმე გამოცემამ შეზღუდვების პაკეტის […...
წაკითხვა
ფეხბურთი

მანუელ ნოიერის ყვითელი ბარათი “სალბურგთან” მატჩში (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნსა” და “სალსბურგს” შორის მიმდინარე მატჩის 24-ე წუთზე მანუელ ნოიერმა ყვითელი ბარათი მიიღო. ბავარიელთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

არტურო ვიდალმა 6 წამში ორი ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო What was Vidal thinking.. 😂 pic.twitter.com/UvLu1KH12t — ✈️ (@Arrizabalager) November 25, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლის” სტადიონისთვის მარადონას სახელის მინიჭებას აპირებენ

ნეაპოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელმა ჩირო ბორიელომ რადიოგადაცემაში განაცხადა, რომ მუშაობა დაიწყება “ნაპოლის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი და რონალდუ დიეგო მარადონას გარდაცვალების ამბავს ეხმაურებიან

დღეს, 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში ლეგენდარული ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გარდაიცვალა. არგენტინელს გულის შეტევა დაემართა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას პრეზიდენტი მარადონას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

დღეს, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონას კარიერა ფოტოებით

დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. წარმოგიდგენთ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის კარიერას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. არგენტინის ხელისუფლებამ […]...
წაკითხვა