განრისხებული სუარესი პრესკონფერენციის მოწვევას გეგმავს
ლუის სუარესი განრისხებულია. ურუგვაელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა კლუბის დამოკიდებულებით და ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენციის მოწვევას აპირებს.
როგორც იცით, “ბარსელონაში” რონალდ კუმანის მისვლის შემდეგ სუარესს ახალი კლუბის პოვნას დაევალა. მისით სერიოზულად ინტერესდებოდა “იუვენტუსი”, თუმცა იტალიურ მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ტრანსფერი ჩაიშალა.
ამ დღეებში ლუის სუარესის აგენტი აქტიურ მოლაპარაკებებსა აწარმოებდა მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელებთან და ტრანსფერიც ძალიან ახლოს იყო, თუმცა საქმეში “ბლაუგრანა” ჩაერია.
ESPN-ის ცნობით, გასულ კვირას სუარესმა “ბარსელონასთან” ვერბალურ შეთანხმებას მიაღწია კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე, თუმცა შემდეგში “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” პირობა არ შეასრულეს. საქმე ის გახლავთ, რომ კატალონიელებს არ სურთ, პრინციპულ მეტოქეს მაღალი დონის შემტევი უფასოდ გადასცენ.