გაფართოებული შემადგენლობა ესპანეთთან

თარიღი: თებერვალი 26, 2018

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 3 მარტს ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. რაზმი 29 მორაგბისგან შედგება, რომელთაგან 13 ბექია, ხოლო 16 მორკინალი.

მათგან 10 – 8 ბექი და 2 მორკინალი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს, თითო-თითო ინგლისის პრემიერშიფიდან, ჩემპიონშიფიდან და პრო 14-ის უელსური კლუბიდანაა, 10 საფრანგეთის ტოპ 14-ში თამაშობს, 2 პრო დე2-ს წარმოადგენს, ერთი ფედერალ1-ის კლუბიდანაა, ხოლო 4 რუსეთის, კრასნოიარსკის გუნდიდან.

ბელგია-გერმანიასთან გაფართოებულ შემადგენლობაში არ იყო და ახლა გუნდთან ერთადაა შალვა სუთიაშვილი, რომელმაც პრო დე2-ის 23-ე ტურში ‘დაქსს’ ლელო დაუდო და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ინგლისთან გამართული ერთობლივი ვარჯიშისას დაშავდა მეორე ხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელიც 4-5 თვიან რეაბილიტაციას მოითხოვს. ასევე ფეხის ტრავვმა გაუმიზეზდა ბორჯღალოსნების კაპიტან, მერაბ შარიქაძეს, რომელიც სავარაუდოდ ნოემბერში მწყობრში იქნება.

ჰეიგი მეტოქისა და შემადგენლობის შესახებ

ბორჯღალოსანთა მომავალი მეტოქე ესპანეთი, რუსეთისა და რუმინეთის დამარცხების შემდეგ 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ მთავარ კონკურენტად იქცა.

„მოცემული მომენტისთვის ესპანეთი ჩვენი მთავარი კონკურენტია. რუსეთისა და რუმინეთის დამარცხებით, ის მსოფლიო თასზე ევროპა1-ის სახელით გასვლას მიუახლოვდა და თავდაჯერებულობა შეიძინა. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი ტესტი და გამოწვევა იქნება და მას მოუთმენლად ველოდებით.“ ამბობს ჰეიგი

„თამაშის დღეს მენტალურად და ფიზიკურად კარგად უნდა ვიყოთ და „საშინაო დავალება“ შევასრულოთ. სამწუხაროდ, კვლავ გვაწუხებს ტრავმები და დაგვაკლდებიან კოტე მიქაუტაძე და მერაბ შარიქაძე.

„ტრავმები მოიშუშეს და დაგვიბრუნდნენ სოსო მათიაშვილი და გიორგი კოშაძე, რაც ჩვენი უკანა ხაზის თამაშს კიდე უფრო გააძლიერებს და გაამრავალფეროვნებს.

თითოეულ თამაშს ინდივიდუალურად მივუდგებით და შესაბამისად, მწვრთნელები შემადგენლობას მოთამაშეების ვარჯიშისა და თამაშის მიხედვით შევარჩევთ. თავს კომფორტულად ვერავინ იგრძნობს. უნდა ვივარჯიშოთ ტიერ1-ის გუნდივით და ტურნირიც ასეთივე სტილში მოვიგოთ“ – მილტონ ჰეიგი

საქართველო – ესპანეთი | 3 მარტი, 18:00 | მესხის სტადიონი

ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE/Rugby და მესხის სტადიონის სალაროებში (11:00-19:00)

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
რაგბი

როგორ დახვდნენ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს იაპონიაში (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 9 სექტემბერს იაპონიაში ჩავიდა. “ბორჯღალოსნებს” აეროპორტში ადგილობრივი გულშემატკივრები დახვდნენ. შეგახსენებთ,...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “შოტლანდიამ ფიზიკურად ვერცერთ მატჩში ვერ გვაჯობა”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან გამართული შეხვედრა შეაფასა. როგორც იცით, შოტლანდიამ “ბორჯღალოსნე...
წაკითხვა
რაგბი

გორგოძე: “არ ვიცი, რა გამიკეთებია ასეთი, ამდენ სითბოს და სიყვარულს რომ ვიღებ”

საქართველოს ყველა დროის მელელოვე მამუკა გორგოძე ნაკრებს დაუბრუნდა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს! 35 […]...
წაკითხვა
რაგბი

გიორგი ჩხაიძე ჰეიგს: “არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი, გიორგი ჩხაიძე მერაბ კვირიკაშვილის მსოფლიო თასისათვის 31-კაციან განაცხადში არშეყვანის ამბავს […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “მადლობა ქართველ ქომაგებს, ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების თავკაცის რანგში საქართველოში ბოლო მატჩი შოტლანდიის წინააღმდეგ [&helli...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “შოტლანდიის ნაკრების დონის გუნდთან დაშვებული შეცდომა უფრო მეტად ფასობს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა შოტლანდიის ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. შოტლანდიასთ...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “ეს ქართული რაგბისთვის ისტორიული მოვლენაა”

31 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თიბისი რაგბის სერიების მეორე მატჩში შოტლანდიას “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება. მატჩამდე [&hel...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგმა მამუკა გორგოძის ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებს, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე მამუკა გორგოძე დაუბრუნდეს, რომელმაც სანაკრებო კარიერა […]...
წაკითხვა
რაგბი

სამწუხარო ინფორმაცია: გიორგი ცუცქირიძე მსოფლიო თასზე ვერ ითამაშებს

27 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში აფრიკული “საუზერნ კინგსი” 24:20 […]...
წაკითხვა
რაგბი

“ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო ჩემპიონატის წინ ახალი კვართები წარადგინეს (ფოტო)

სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის 2019 წლის გათამაშების დაწყებამდე, რომელიც […]...
წაკითხვა
რაგბი

გოჩა სვანიძის განცხადება, რუსეთის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე

დღეს, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების […]...
წაკითხვა
რაგბი

17 წლის ქართველი მორაგბე, რეზი თაბაგარი გარდაიცვალა

სარაგბო კლუბ “არწივების” მოთამაშე, 17 წლის რეზი თაბაგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია გუშინ […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსულმა კლუბმა ორ ქართველ მორაგბეებს თვალის ჟესტის გამო კონტრაქტი გაუწყვიტა

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის კლუბ “სლავას” ქართველმა მოთამაშეებმა რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ […]...
წაკითხვა
რაგბი

დღის ფოტო: რა ხდება ტოკიოს ქუჩებში?

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც […]...
წაკითხვა
რაგბი

ბრიტანელ მორაგბეს მუხლი ამოუვარდა, შემდეგ ჩაისვა და თამაში გააგრძელა (ვიდეო)

ბრიტანული “ჰალის” მორაგბე ჯო ვესტერმანმა სუპერ ლიგაში, “ჰალ კინგსტონ როვერსთან” გამართულ შეხვედრაში მებრძოლი ხასიათი გამოავლინ...
წაკითხვა