გაფუჭდება თუ არა რუნის და ვან გაალის ურთიერთობა?!
“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი რისკზე წავა, თუ ის რუნის კაპიტნად არ აირჩევს, რადგან შესაძლოა ამ ორ ადამიან შორის ურთიერთობა გაფუჭდეს.
ამ ზაფხულს “წითელი ეშმაკუნებიდან” წავიდნენ ლეგენდები: რიო ფერდინანდი, ნემანია ვიდიჩი და რაიან გიგზი, რომელიც ვან გაალის მარჯვენა ხელი იქნება მომდევნო სეზონიდან კლუბში.
რუნი კი თვლის, რომ კლუბში დარჩენილი ფეხბურთელებიდან ყველაზე ღირსეული კანდიდატი კაპიტნის სამკლაურის მორგებაზე თავად არის. ის ფიქრობს, რომ კლუბში გატარებული 10 წელი და დიდი ნდობა საკმარისია იმისთვის, რომ კაპიტნის სამკლაური მოირგოს.
უკვე მომდევნო კვირაში ვან გაალი მზად იქნება უეინს დაელაპარაკოს, მაგრამ დიდი ალბათობით ჰოლანდიელი მწვრთნელი რობინ ვან პერსის გადასცემს ამ სამკლაურს.
როგორც გამოცემა Daily Mirror გვამცნობს, რუნი “იმედგაცრუებული” იქნება, თუ ის არ გახდება კაპიტანი. 28 წლის ვარსკვლავს აღარაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ დაელოდოს ვან გაალის გადაწყვეტილებას.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/