გარდაიცვალა ფეხბურთის ლეგენდა ეუსებიო
პორტუგალიური პრესის ცნობით, დღეს, გამთენიისას 3:30 საათზე, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ეუსებიო და სილვა ფერეირა, იგივე ეუსებიო გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეუსებიო გულის დაავადების გამო, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1966 წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ეუსებიო პორტუგალიის ნაკრების ლიდერი იყო. პორტუგალიელებმა ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს, ხოლო ლეგენდარული მოთამაშე 9 გატანილი გოლით ბომბარდირი გახდა. ამის შემდეგ, მას “შავი პანტერა” უწოდეს.
“შავი პანტერა” გამოირჩეოდა სისწრაფით, ტექნიკით და ძლიერი მარჯვენა ფეხით.
“ბენფიკასთან” ერთად, ესუსებიომ 11 პორტუგალიორი ტიტული და ერთი ევროპის თასი მოიგო.
რაც შეეხება ინდივიდუალურ პრიზებს, 1965 წელს, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხოლო 1968 და 1973 წლებში ოქროს ბუცი მოიპოვა.
დიტო ჭიჭინაძე