გარდი: “ჯადოქარი არ ვარ”
ფრანგი სპეციალისტი ახალ კლუბში მისვლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
“არ მჯერა, რომ პრემიერ ლიგაში დარჩენას მოვახერხებთ, რადგან გუნდში არსებული სიტუაცია ნამდვილად ურთულესია. თუმცა, მაქვს ძალიან ძლიერი რწმენა და ჩემი ფეხბურთელები ადგილის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ”, – აცხადებს რემი გარდი.
“არც მეოცნებე და არც ჯადოქარი ვარ, მაგრამ “ასტონ ვილაში” ნათელი გეგმები მაქვს”.
“არ ვიცი, რა ხდებოდა კლუბში ჩემს მოსვლამდე და ამაზე საუბრის დაწყებას არც ვაპირებ. კონცენტრირებული ვარ მხოლოდ იმაზე, თუ იქნება მომავალში”, – დაასრულა ფრანგმა.
შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერ ლიგის 11 ტურის შემდეგ ბირმინგემული კლუბი ცხრილში ბოლო ადგილს, მხოლოდ ოთხი ქულით იკავებს. “ასტონ ვილა” პირველ მატჩს ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საკუთარ მოედანზე, ლიდერ “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ჩაატარებს.