გარეტ ბეილი ამტკიცებს, რომ უცხოპლანეტელები ნანახი ჰყავს
მადრიდის “რეალიდან” “ტოტენჰემ ჰოთსპურში” განათხოვრებული გარეტ ბეილი დარწმუნებით ამბობს, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ და ისინი საკუთარი თვალით უნახავს. უელსელმა ფეხბურთელმა ეს თანაკლუბელ და თანამემამულე ჯო როდონთან საუბრისას აღნიშნა.
“არსებობს უამრავი შეთქმულების თეორია და არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოქვეყნებული კადრები, რომლებზეც ამოუცნობი მფრინავი ობიექტები არიან აღბეჭდილნი”, – თქვა ბეილმა.
როდონმა გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს კადრები გაყალბებული იყოს, მაგრამ ბეილი შეუვალი აღმოჩნდა:
“ეს კადრები ნამდვილია, აშშ-ის მთავრობის მიერ არის გამოქვეყნებული. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ. ვიდეომასალები გამოქვეყნებული იყო. ზოგიერთი ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შესახებ ინფორმაციას მთავრობა ასაიდუმლოებს, მაგრამ ისინი პირადად მეც მყავს ერთხელ ნანახი”.