გარეტ ბეილი “ელ კლასიკოს” გამოტოვებს
22 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” სტუმრად ლისაბონის “სპორტინგს” დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 2-1 დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ ნახსენებ მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო უელსელმა ვარსკვლავმა, გარეტ ბეილმა. იგი 58-ე წუთზე, დაზიანების გამო, მარკო ასენსიომ შეცვალა.
დღეს ბეილმა ფეხზე სრული შემოწმება ჩაიტარა და კოჭის ტრავმა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც პრესკონფერენციაზე ზინედინ ზიდანმა ივარაუდა. ცნობილი გახდა, რომ 27 წლის სპორტსმენი უეჭველად გამოტოვებს პრიმერა დივიზიონის მომდევნო ორ ტურს, რომელსაც “ბლანკოსი” ხიხონის “სპორტინგთან” და კატალონიის “ბარსელონასთან” გამართავს, შესაბამისად, 26 ნოემბერსა და 3 დეკემბერს. ასევე, საეჭვოა ბეილის თამაში ჩემპიოთა ლიგის შეხვედრაში დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საწყის ეტაპზე.