გარეტ ბეილი ვარჯიშს ნაადრევად დაუბრუნდა
მადრიდის “რეალის” უელსელმა შემტევმა, გარეტ ბეილმა სამთვიანი რეაბილიტაციის პროცესის გავლის შემდეგ პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ გარეტ ბეილი მოედანზე “სპორტინგთან” მოგებული (2-1) მატჩის შემდეგ არ გამოჩენილა. ამ დროის მანძილზე ის დაზიანებულ მუხლს მკურნალობდა.
როგორც იცით, ამჟამად “რეალი” “ნაპოლისთან” გასამართი მატჩისთვის ემზადება, რომელშიც ზიდანმა ბეილის თამაში უკვე გამორიცხა.
????⚽️????
Look who returned to group training at #RMCity today!???? @GarethBale11 ????#HalaMadrid pic.twitter.com/4dnDrGwvy1
— Real Madrid C.F. (@realmadriden) February 12, 2017