გარეთ ბეილი: “ირლანდიასთან მატჩში საქართველო წაგებას არ იმსახურებდა”
მადრიდის “რეალისა” და უელსის ნაკრების სუპერვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა უელსისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართ დაპირისპირებამდე პრესასთან მცირე კომენტარი გააკეთა.
“ბოლო თამაშებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ფეხბურთში სუსტი მეტოქეები აღარ არსებობენ. ავსტრიასთან გამართული რთული მატჩიდან გარკვეული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.
ჩვენი დღევანდელი მეტოქის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით. თუმცა, მატჩისწინა დღეს მათ ახლოდან შევისწავლით.
მათი თამაშები მეც არ მაქვს ნანახი, თუმცა ვიცი, რომ მათ წარსულში კარგი შედეგები ჰქონდათ. მათ ესპანეთის დამარცხება მოახერხეს და ვფიქრობ, რომ ირლანდიასთანაც არ იმსახურებდნენ წაგებას. ასე რომ, წინ რთული მატჩი გველის.” – განაცხადა ბეილმა.
შეგახსენებთ, რომ მატჩი კარდიფში, თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.