გარეთ ბეილი ისევ ტრავმირებულია!
დღეს მადრიდის “რეალის” პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უელსელი ფეხბურთელი ისევ ტრავმირებულია.
როგორც ცნობილი გახდა გარეთს მარცხენა ფეხზე ისევ კუნთი დაუზიანდა. განცხადებაში კი ვკითხულობთ: “ხუთშათს ჩვენმა ფეხბურთელმა, გარეთ ბეილმა ფეხის ტკივილი ისევ გაიმიზეზა, რის გამოც ვარჯიშის დასრულება ვეღარ შეძლო. დღეს მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და გავიგებთ, თუ რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება”, – წერს კლუბის ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ ზიდანის გადაწყვეტილებით ბეილი უელსის ნაკრების დასახმარებლად არ გაემგზავრა და ის “ატლეტიკოსთან” გასამართი შეხვედრისათვის გუნდთან ერთად ემზადებოდა. ბოლოს გარეთი მინდორზე 26 სექტემბერს “დორტმუნდის” წინააღმდეგ გამოვიდა, მას შემდეგ უელსელს არ უთამაშია.