გარეთ ბეილი: “უბრალოდ არ გაგვიმართლა”

თარიღი: სექტემბერი 25, 2016

მადრიდის “რეალის” უელსელმა ვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა “ლას პალმასთან” ფრედ დასრულებული მატჩისა და ლა ლიგის ზედიზედ მეორე მატჩში ქულების დაკარგვის შემდეგ, გუნდის წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა.

“იმედგაცრუებულები ვართ, რომ ვერ მოვიგეთ. ლიგაში ჯერ კიდევ დაუმარცხებლები ვართ, მაგრამ ჩვენი მიზანი თითოეული მატჩიდან 3 ქულის მოპოვებაა.

არ გაგვიმართლა, იმ შანსების გამოყენება ვერ მოვახერხეთ, რომელიც ჩვენვე შევქმენით. არ გაგვიმართლა, ეს ფეხბურთის ნაწილია.

მალე დორტმუნდში მოგვიწევს თამაში. ხარვეზების აღმოფრხვა მოგვიწევს.” – განაცხადა ბეილმა, რომელსაც ლა ლიგის ახალ სეზონში “რეალის” მაისურიტ ყველაზე მეტი, 2 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები