გარი ლინეკერი ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტთა შორის არ თვლის

თარიღი: დეკემბერი 1, 2017

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ცნობილმა ტელეწამყვანმა გარი ლინეკერმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტი ნაკრებები დაასახელა.

“პირველ რიგში, ჩემპიონობის პრეტენდენტებად ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს დავასახელებ, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე რეგულარულად აღწევენ წარმატებებს. ესპანეთის ნაკრებმა კვლავ დაიბრუნა ძალა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით უპირატესობას საფრანგეთს უფრო მივანიჭებდი. გადახედეთ ფრანგების შემადგენლობას: საიმედო მეკარე, ძალზედ ძლიერი დაცვა, უნიჭიერესი ფეხბურთელები შუა ხაზში. ნგოლო კანტე საოცარი მოთამაშეა! შეტევაში კილიან მბაპე ჰყავთ, რომელიც ამომავალი სუპერვარსკვლავია. დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთის ნაკრები ტურნირზე მაღალ პოზიციას დაიკავებს.

არ ვთვლი, რომ ინგლისის ნაკრები ფავორიტების რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ. ჩვენი გუნდი ჯერ არ გაზრდილა იმ დონემდე, რომ ეს სტატუსი მიიღოს. ნაკრებში ნიჭიერი ფეხბურთელები, პერსპექტიული ახალგაზრდები გვყავს, მაგრამ არა მგონია, რომ გუნდმა ზაფხულისთვის მომწიფება მოასწროს. ინგლისელებმა 17 და 20-წლამდელთა ტურნირზე კარგად იასპარეზეს, მაგრამ მათი დრო ჯერ არ დამდგარა. მიუხედავად ყველაფრისა, წინასწარ ვერაფერს იტყვი. მსოფლიოს ჩემპიონატზე ნებისმიერი გუნდისთვის რთული მეტოქე ვიქნებით, რითაც ადრე ვერ დავიკვეხნიდით”, – განაცხადა ლინეკერმა ფიფას ოფიციალური ვებგვერდითვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური სტადიის წილისყრა დღეს, 1 დეკემბერს, მოსკოვში ჩატარდება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. გარი ლინეკერი ღონისძიების ერთ-ერთი წამყვანი იქნება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოფიციალურად: “ბარსელონამ” ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა

კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბმა ფეხბურთელებთან ხელფასების შემცირების თაობა...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიჩელი: “ჰოლანდის ტრანსფერის თანხით ოთხ-ხუთ ფეხბურთელს ვიყიდდი”

მადრიდის “რეალის” ყოფილი ვარსკვლავი, მიჩელი, მიიჩნევს, რომ კლუბმა სატრანსფერო პოლიტიკა უნდა შეცვალოს. როგორც იცით, “რეალი” [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის რომელი კლუბები დაუშვებენ ფანებს სტადიონზე?

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაში მიღებული ცვლილებები სპორტის სექტორსაც შეეხო. ინგლისი კორონავირუსის მძვინვარების საფრთხის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ჰარი უინკსი ზედმეტად პატიოსანია, მე ამ გოლით პუშკაშის ჯილდოს მოვიგებდი

26 ნოემბერს, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “ტოტენჰემმა” საკუთარ მეოდანზე “ლუდოგორეცი” 4:0 დაამარცხა. მატჩის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, “კამპ ნოუს” მესის სახელი მიანიჭონ

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი ემილი რუსო “კამპ ნოუსთვის” ლიონელ მესის სახელის მინიჭების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უინკსმა “ლუდოგორეცს” მოედნის ცენტრიდან გაუტანა (ვიდეო)

ლონდონის “ტოტენჰემსა” და “ლუდოგორეცს” შორის მიმდინარე მატჩის 63-ე წუთზე ჰარი უინკსმა ულამაზესი გოლის გატანა შეძლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სასწრაფო დახმარების მანქანამ დიეგომდე მისვლას საათნახევარი მოანდომა, ვითხოვ გამოძიე

დიეგო მარადონას ადვოკატმა და ახლო მეგობარმა მატიას მორლამ განაცხადა, რომ აპირებს, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “რაც კლოპმა 2015 წლიდან იცის, მე 2004 წლიდან ვიცი”

“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო იურგენ კლოპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. კლოპი ინტერვიუებში ხშირად საუბრობს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონტე: “ჩვენსა და “რეალს” შორის განსხვავებები დავინახეთ”

“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მადრიდის “რეალთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘გააუქმეთ 10 ნომერი ყველა გუნდში’ – ვილაშ-ბოაშის სურვილი

მარსელის” ოლიმპიკის” მთავარი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა. პორტუგალიელი სპეცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

მანუელ ნოიერის ყვითელი ბარათი “სალბურგთან” მატჩში (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნსა” და “სალსბურგს” შორის მიმდინარე მატჩის 24-ე წუთზე მანუელ ნოიერმა ყვითელი ბარათი მიიღო. ბავარიელთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი და რონალდუ დიეგო მარადონას გარდაცვალების ამბავს ეხმაურებიან

დღეს, 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში ლეგენდარული ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გარდაიცვალა. არგენტინელს გულის შეტევა დაემართა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას პრეზიდენტი მარადონას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

დღეს, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონას კარიერა ფოტოებით

დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. წარმოგიდგენთ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის კარიერას […]...
წაკითხვა