გარი ლინეკერი სტერლინგის სიმულიანტობას გამოეხმაურა (ვიდეო)
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა ჩემპიონთ ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში მომხდარ ერთ მომენტზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც მსაჯი რაჰიმ სტერლინგის სიმულიანტობას წამოეგო და პენალტი დანიშნა.
“სტერლინგს პენალტის დანიშვნა არ მოუთხოვია და რამდენადაც ჩვენ ვიცით, მსაჯს ყველაფრის შესახებ უთხრა, თუმცა არ მოუსმინეს… ჩემი აზრით, ეს ჩვეულებრივი, სტანდარტული პროცედურა იყო.
კიდევ ერთხელ ვიტყვი: ის ძალით არ წაქცეულა. მსაჯები კი, როგორც წესი, საკუთარ გადაწყვეტილებებს არ ცვლიან, თუნდაც ფეხბურთელმა აღიაროს, რომ უსამართლობას ჰქონდა ადგილი,” – აცხადებს ლინეკერი.
А теперь внимание. За это падение Стерлинга назначили пенальти. У нас все. pic.twitter.com/CfdpTYyR7Z
— Матч ТВ (@MatchTV) November 7, 2018