გარი ნევილი: “პრემიერ ლიგა “ლივერპულისთვის” წმინდა გრაალია”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნვეილმა, პრესასთან საუბრისას “ლივერპულის” გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იურგენ კლოპის გუნდმა აქცენტი პრემიერ ლიგის მოგებაზე უნდა გააკეთოს.
“ლივერპულს” მიმდინარე სეზონში ერთადერთი მისია აქვს და ეს მისია პრემიერ ლიგის მოგებაა. იურგენ კლოპი უკვე მეოთხე წელია, რაც “ლივერპულშია” და გუნდი აშკარად პროგრესირებს.
გასულ წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, რაც უდიდესი მიღწევაა და ამასთანავე ბოლომდე იბრძოლეს პრემიერ ლიგაშიც, ისე, როგორც არასოდეს. მართლაც რომ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარეს.
მაგრამ ფაქტია, რომ პრემიერ ლიგა “ლივერპულისთვის” წმინდა გრაალია. ძალიან დიდი ხანია, რაც ამ გუნდს საშინაო ჩემპიონატი არ მოუგია. ვფიქრობ, წელსაც, მათი მთავარი მეტოქე “მანჩესტერ სიტი” იქნება. ორივე კლუბი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება,” – აცხადებს გარი ნევილი.