გარი ნევილს გათავისუფლება „ვალენსიას“ უახლოესი მატჩის შემდეგ ემუქრება

თარიღი: თებერვალი 11, 2016

როგორც ესპანური „მარკა“ იუწყება, გარი ნევილი, შესაძლოა, „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უკვე „ესპანიოლთან“ პრიმერა დივიზიონის უახლოესი მატჩის შემდეგ გაათავისუფლონ. წყაროს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ „სქაი სპორტსის“ ყოფილი ექსპერტის შესაძლო შემცვლელიც იპოვა და „ესპანიოლთან“ მარცხის შემთხვევაში, მის ადგილს 39 წლის კურო ტორესი დაიკავებს, რომელიც ამჟამად „ვალენსიას“ მეორე გუნდ „მესტალიას“ თავკაცობს.

ცნობისთვის, გარი ნევილის მოსვლის შემდეგ „ვალენსიამ“ 9 მატჩიდან ვერც ერთი მოიგო, „ბარსელონასთან“ თასის პირველ 1/2-ფინალურ მატჩში კი ანგარიშით 0:7 განადგურდა.

აქამდე ესპანური პრესა ნევილის შესაძლო შემცვლელად ხუანდე რამოსსაც განიხილავდა.

მსგავსი სიახლეები