გარსია: “რეკორდმაისტერის წინააღმდეგ თამაშის დაწყებას მოუთმენლად ველი”

თარიღი: ოქტომბერი 20, 2014

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ “კიევოსთან” 3:0 გამარჯვების შემდეგ,  მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ (21 ოქტომბერი) მატჩზე ისაუბრა.

“შეხვედრის დაწყებას მოუთმენლად ველი. “ბაიერნი” უძლიერესი გუნდია, რომელთანაც დაპირისპირება ძალიან რთული იქნება. რაც შეეხება გვარდიოლას, ერთ-ერთი ვიყავი მათ შორის ვინც ფიქრობდა, რომ ესპანელს გერმანიაში გაუჭირდებოდა. იგი შესანიშნავი მწვრთნელია და ყველაფერს მაღალ დონეზე აკეთებს. მისდამი კრიტიკა ულევია, თუმცა ყველა კრიტიკოსს იგი უხვი გოლებითა და გამარჯვებებით აჩუმებს.”-განაცხადა რომაელთა მენეჯერმა

მსგავსი სიახლეები