გატი: “მესი ფენომენალური აღარ არის, ის თამაშს აფუჭებს”
არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარე, ჰუგო გატი, მიიჩნევს, რომ ლეო მესი კატალონიის “ბარსელონაზე” უკვე უარყოფითად მოქმედებს – გუნდს დაბალი ტემპით თამაშს აიძულებს.
“ნამდვილი არგენტინელი ვარ, მაგრამ საერთოდ არ მადარდებს გამაკრიტიკებენ თუ არა არგენტინაში – მესი ფენომენალური აღარ არის.
მას არასწორად ექცევიან, როდესაც ასე ამაღლებენ და აღმერთებენ. ის ამას ეჩვევა და მოედანზე აღარც დარბის, უბრალოდ დადის. მან უკეთ უნდა ითამაშოს. ის და რონალდუ საუკეთესოები არიან.
მესიმ უკეთ უნდა ითამაშოს, ძალიან მიეჩვია დაბალ რიტმს. გამოიღვიძე, ბავშვო! უნდა მოუმატო. როდესაც გუნში მესია, ყველა მისთვის ცდილობს პასის გაკეთებას. იგივე სიტუაცია იყო მარადონასა და პელეს ემთხვევაშიც.
ამით თამაში ფუჭდება. გუნდი ძალიანაა მიჩვეული ბურთის მხოლოდ მესისთვის გადაწოდებაზე, რაც ნამდვილად არაა კარგი,” – აცხადებს გატი.