გატუზო: “ბარსა” დიდებული კლუბია, თუმცა ჩვენ საკუთარი კარტებით ვითამაშებთ”
სერია A-ს 25-ე ტურის მატჩში “ნაპოლიმ” ბრწყინვალე ქამ-ბექი შემოგვთავაზა გასვლაზე “ბრეშიასთნ”. შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს ჯენარო გატუზოს შეგირდები ჩემპიონთა ლიგაზე, “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართავენ.
“დარწმუნებული ვიყავით, რომ “ბრეშიასთან” რთული მატჩი გველოდა. რა ვუთხარი შესვენებაზე გუნდს? სჯობს შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. უბრალოდ ჩაფხუტი დავიხურე და გავბრაზდი.
13 მატჩია დარჩენილი სეზონის დასრულებამდე, ჩვენ კი ევროთასებზე სათამაშოდ 27-28 ქულა გვჭირდება. ევროპა ლიგას ვუახლოვდებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
“ბარსელონა დიდებული კლუბია, თუმცა ჩვენ საკუთარი კარტებით ვითამაშებთ. თუმცა ახლა მათზე საუბარი არ მინდა, გთხოვთ, მშვიდად ყოფნის უფლება მომცეთ.
როდესაც ჩემ უფროს კოლეგებს ვესაუბრები, ვეკითხები ხოლმე, თუ როგორ ახერხებენ ძილს. მეუბნებიან, რომ დროსთან ერთად გაივლის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე ნამდვილად არაა,” – აცხადებს გატუზო.