გატუზო: “ბენევენტოსთან” მატჩის შემდეგ არ მიძინია”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ განაცხადა, რომ “ბენევენტოსთან” მატჩის შემდეგ ის იმედგაცრუებული იყო და არ უძინია.
როგორც იცით, სერია A-ს მე-15 ტურში “როსონერი” სტუმრად “ბენევენტოს” დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა. გატუზოს “შავ-წითლების” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო შეხვედრის გამარჯვებით დასრულება მასპინძელთა მეკარემ არ აცალა, რომელმაც 95-ე წუთზე “მილანს” გოლი თვით გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.
“ბენევენტოსთან” მატჩის შემდეგ ვერც კი დავიძინე. ვერ დავიძინე, რადგან ჩემს თავში თამაშის მომენტები ტრიალებდა. ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე ცუდად დაიწყო. ვიცი, კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ გაცილებით მეტი შეგვიძლია. შეხვედრის მომდევნო დღეს, ვარჯიშზე გაბრაზებულ სახეებს ვხედავდი.
“სან სიროზე” მატჩებს უამრავი გულშემატკივარი ესწრება. იმედი მაქვს, მათი შემართება არ შეიცვლება. გუნდში კარგი ფეხბურთელები მოვიდნენ და ისინი უკეთეს შედეგს ელოდნენ. ჩვენ მათი მხარდაჭერა გვჭირდება, მათი მჯერა”, – უთხრა გატუზომ “მილანის” ოფიციალურ ტელევიზიას.