გატუზო: “ბოკაში” გადასვლა მინდოდა, მეუღლემ წასვლის უფლება არ მომცა”
იტალიური ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, ჯენარო გატუზო, პრესასთან საუბრისას აღიარებს, რომ “ბოკა ხუნიორსში” ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო. ეს ყველაფერი 2012 წელს ხდებოდა.
“საიდუმლო არავისთვისაა ის ფაქტი, რომ “ბოკა ხუნიორსი” ყოველთვის აღმაფრთოვანებდა. ძალიან გამიმართლა და მომეცა შანსი “ბოკას” წინააღმდეგ საკონტინენტთაშორისო თასზე მეთამაშა, ისევე როგორც გერმანიაში Audi Cup-ის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრაში.
2012 წელს ძალიან ახლოს ვიყავი “ბოკაში” გადასვლასთან, მაგრამ ოჯახის სადავეები ჩემი მეუღლის ხელში იყო და მან წასვლის უფლება არ მომცა. მაშინ ჩვენი შვილები ძალიან პატარები იყვნენ, ამიტომაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმა არასწორი იქნებოდა,” – აცხადებს გატუზო.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს გატუზო “ბოკა ხუნიორსის” ნაცვლად შვეიცარიის ჩემპიონატში მოთამაშე “სიონს” შეუერთდა.