გატუზო: “დე როსი ჩემზე 6-7 წლით პატარაა, მე კი ისე გამოვიყურები, თითქოს მამამისი ვარ”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “რომასთან” გამართული მატჩი შეაფასა.
როგორც იცით, 3 იანვარს “რომამ” “მილანი” საკუთარ მოედანზე მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. გატუზოს აზრით, რომაელებმა უფრო მეტი დაიმსახურეს.
“ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. პირველი ტაიმიდან გამომდინარე, “რომამ” უფრო მეტი დაიმსახურა. ჩვენ უპირატესობის შენარჩუნებას ვცდილობდით. რომაელებს კარგი გუნდი ჰყავთ და ვიცოდი, რომ რთული თამაში გველოდა”, – განაცხადა “როსონერის” მთავარმა მწვრთნელმა.
გატუზომ კომენტარი 35 წლის დანიელე დე როსიზეც გააკეთა, რომელმაც გუშინ “რომას” მაისურით მორიგი მატჩი ჩაატარა.
“ჩვენ ერთად მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი მოვიგეთ. ის კარგად გამოიყურება, მე კი ასაკი შემეტყო. მგონი, ჩემზე 6-7 წლით პატარაა, მაგრამ მე ისე გამოვიყურები, თითქოს მამამისი ვარ”, – თქვა რინომ.