გატუზო: “იბრაჰიმოვიჩი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 10 წლის წინ იყო”
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “მილანთან” განცდილი მარცხის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, “ნაპოლი” “როსონერისთან” საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა. მილანელთა მხრიდან ორივე გოლი იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.
“მილანში” იბრასი ძალიან სჯერათ. ისინი 100 პროცენტით დარწმუნებულები არიან იმაში, რასაც აკეთებენ. მეტოქე ბურთს საჯარიმოში ხშირად აწვდიდა, რადგან იცოდნენ, ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდებოდა. მე მგონია, რომ ზლატანი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 10-12 წლის წინ იყო”, – ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia.