გატუზო: ინტერში ან იუვენტუსში სიამოვნებით ვიმუშავებდი
დამწყებმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ განაცხადა, რომ “ინტერის” ან “იუვენტუსის” გაძღოლაზე უარს არ იტყოდა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ გატუზომ შვეიცარული “სიონი” ჩაიბარა, შემდეგ კი პალერომ, რომელიც სერია ბ-ში ასპარეზობს. თუმცა, ორივე კლუბიდან ჯენარო დაითხოვეს.
“წინადადება მალაიზიიდან მივიღე, თუმცა უარი ვთქვი. კლუბს ევროპაში ვეძებ” – განაცხადა გატუზომ.
ასევე, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმები, რომ იტალიელმა შეიძლება “რეინჯერსი” ჩაიბაროს.
“მზად ვარ ამ კლუბის ნებისმიერი წინადადება განვიხილო. თუმცა, რეინჯერსი ერთადერთი ვარიანტი არ არის.
“იუვენტუსი” ან “ინტერი” ამ ეტაპზე ალბათ მზად არ ვარ, და ბუნებრიცია ამ კლუბებში ჩემი კანდიდატურა ახლა არც განიხილება. თუმცა, მომავალში ამ გუნდებში სიამოვნებით ვიმუშავებდი”