გატუზო: “იტალიის თასის ფინალი ჩვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს უდრის”
ცხრა მაისს “კოპა იტალიის” ფინალში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” ერთმანეთს “იუვენტუსი” და “მილანი” დაუპირისპირდებიან. საგულისხმოა, რომ 2011 წლის შემდეგ მილანელებმა ერთი ტიტულის მოგება მოახერხეს (2016 წელს, “სუპერკოპა იტალიანა”, რომელიც დოჰაში შედგა).
“როსონერის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“ხვალინდელი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალივითაა. ამას ჩვენი გულშემატკივრების ენთუზიაზმიდან და იმ სურვილიდან გამომდინარე ვამბობ, რომლითაც მათ ამ ტიტულის კიდევ ერთხელ მოგება სურთ. ეს შეგიძლიათ იგრძნოთ. ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. იყო ცოტა იმედგაცრუება, თუმცა იმედი მაქვს, ახლა თამაშის შემდეგ აღფრთოვანებულნი ვიქნებით,” – ამბობს გატუზო.