გატუზო: “ყოველთვის ცისფერთვალება და ქერათმიანი ბრედ პიტი ვერ იქნები”
“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო, “უდინეზესთან” ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესასთან საუბრობს.
“არ მინდა ჩემი გუნდი შანსებს ანიავებდეს. ტექნიკის გამო ფეხბურთელებს არ ვუბრზადები, მაბრაზებს ის, რომ გამუდმებით შიშს ვერ გრძნობენ. მინდა, რომ გუნდურად იმუშავონ და საგოლე მომენტის გაფუჭების შემდეგ ერთმანეთში არ დაიწყონ წუწუნი.
ზეწოლის ქვეშ ყოფნისას უკეთ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ გაცილებით უკეთ შეგვიძლია თამაში. მენტალობის პრობლემა გვაქვს, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია.
“ნაპოლი” ყოველთვის ცდილობს, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ ზოგჯერ კარგია, როდესაც უშნო ხარ. ყოველთვის ცისფერთვალება და ქერათმიანი ბრედ პიტი ვერ იქნები. ზოგჯერ ცოტათი უშნო უნდა იყო, როგორიც მე ვარ. ახლა უფრო ცუდად გამოვიყურები, ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ მალე უკეთ ვიქნები,” – აცხადებს ჯენარო გატუზო.