გატუზო: “როცა 100 კილოგრამს მიაღწევ და ამ დროს 120 სანტიმეტრი ხარ, ცოტათი გრცხვენია”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “ნაპოლისთან მოგებული მატჩი შეაფასა.
როგორც იცით, “როსონერიმ” საკუთარ მოედანზე “კალიარი” მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ, მილანელები ცხრილში ისევ მეოთხე ადგილზე დაბრუნდნენ.
“კარგად ვითამაშეთ და მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო. პირველ ტაიმში ჩვენი გუნდის ნახევარმცველების დამოკიდებულება არ მომეწონა, რადგან ბურთს საკმარისად არ ვაკონტროლებდით. დღეს გაგვიმართლა. ახლა ყველაფერი მონდომებაზე და ერთად მუშაობის სურვილზეა დამოკიდებული. არ მინდა ვინმესგან გავიგო “მე”, უნდა ვამბობდეთ: “ჩვენ”, – განაცხადა გატუზომ.
მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან ცხოვრების სტილი შეიცვალა და ახლა თავადაც უფრო მეტს ვარჯიშობს.
“ხალხი ფიქრობს, რომ ახლა “მილანის” მწვრთნელობა დიდი სტრესია, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ახლა უფრო დამშვიდებული ვარ, რადგან ნაკლებს ვჭამ, ნაკლებს ვსვამ და უფრო მეტს დავრბივარ. როცა 100 კილოგრამს მიაღწევ და ამ დროს დაახლოებით 120 სანტიმეტრი ხარ, ცოტათი გრცხვენია. მეც შემრცხვა და გადავწყვიტე რაღაცები შემეცვალა”, – დაასრულა რინომ.