გატუზო: “უილშირს ინგლისური სტილი და ესპანური ტექნიკა აქვს”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველ ჯეკ უილშირის შესახებ ისაუბრა.
“უილშირის თამაში ჯერ კიდევ 2012 წლიდან მახსოვს. ის არც ისე სწრაფია, მაგრამ ტექნიკურად ძლიერია. მან იცის, როდის და სად უნდა გააკეთოს პასი. მას როგორც თავდამსხმელად, ასევე გამთამაშებლად შეუძლია თამაში. უილშირს ტრავმებთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მე მას ყოველთვის ვაფასებდი. უილშირს ინგლისური აგრესიული სტილი და ესპანური ტექნიკა აქვს. მე ეს მომწონს”, – ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში დღეს “არსენალი” სწორედ “მილანს” მიიღებს. შეხვედრა თბილისის დროით 00 საათსა და 5 წუთზე დაიწყება. პირველი მატჩი, რომელიც “სან სიროზე” გაიმართა, ლონდონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.