გატუზო: “ვალდებულები ვართ, “ლაციოსთან” კარგი თამაში ვაჩვენოთ”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “ლაციოსთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა.
როგორც იცით, “მილანი” “ლაციოს” დღეს “სან სიროზე” დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში, თუ რომაელები გაიმარჯვებენ, ისინი სერია A-ს ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფ მილანელებს გაუთანაბრდებიან.
“სან სიროზე” დასწრების რაოდენობა არაჩვეულებრივ რიცხვებს აღწევს. ფანების გახარება უნდა შევძლოთ. ის ფაქტი, რომ “ლაციოსთან” მატჩს 60 000 ადამიანი დაესწრება, ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ვალდებულები ვართ, კარგი თამაში ვაჩვენოთ.
“ლაციო” “იუვენტუსს” ძალიან ჰგავს, ისინი სივრცეებს არ ტოვებენ და ფიზიკურად ძლიერია. მათთან თამაში ყოველთვის გვიჭირს. ვისურვებდი, ისე ვითამაშოთ, როგორც “იუვენტუსთან” ვითამაშეთ, თუმცა ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ. მნიშვნელოვანი მატჩია, “ლაციო” ყოველთვის გამარჯვებისათვის იბრძვის”, – განაცხადა გატუზომ.
“როსონერის” მწვრთნელმა კომენტარი ტრავმირებული ფეხბურთელების მდგომარეობაზეც გააკეთა.
“ვფიქრობ, დონარუმა გუნდს მომდევნო კვირაში დაუბრუნდება. პაკეტა კვირას ქვიშაზე სირბილს დაიწყებს და ამის შემდეგ მის მდგომარეობაზე უფრო მეტი გვეცოდინება”, – თქვა 41 წლის სპეციალისტმა.