WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (302227) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

გავიცნოთ თბილისელთა მომავალი მეტოქე – ”დინამო ზაგრები”

თარიღი: ივლისი 24, 2016

26 ივლისს, ”დინამო თბილისი” ევროთასებზე საიუბილეო, 150-ე შეხვედრას ზაგრებში, მაქსიმირის სტადიონზე, ადგილობრივ ”დინამოსთან” გამართავს.

”დინამო ზაგრები” ხორვატიის ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული კლუბია. ჩვენი მომავალი მეტოქე 1911 წელს დაარსდა და 1945 წლამდე, გამოდიოდა როგორც – პირველი ხორვატული ქალაქური სპორტული კლუბი. 1945 წლიდან 1991 წლამდე გუნდს დაერქვა ”დინამო”, ხოლო მომდევნო 2 წელი ”ჰაშკის” სახელით ასპარეზობდა. 1999-დან 2000 წლამდე ზაგრებელები ”კროაციას” სახელით თამაშობდნენ, 2000 წლიდან კი ისევ ძველი სახელი – ”დინამო” დაიბრუნეს. ”დინამო” საშინაო მატჩებს მაქსიმირის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 39 000 მაყურებელზეა გათვლილი. მთავარი საკლუბო ფერი კი – ლურჯია.

”დინამო ”18 – ჯერ გახდა ხორვატიის საუკეთესო კლუბი. ამ 18 ტიტულიდან ბოლო თერთმეტი ოქროს მედალი გუნდმა მიჯრით მოიგო. ჩვენმა მეტოქემ 14 – ჯერ აღმართა ხორვატიის თასი, ხოლო 5-ჯერ სუპერთასი. დინამო 4-ჯერ გახდა იუგოსლავიის ჩემპიონი და 7-ჯერ თასის მფლობელი. ევროარენაზე კი 1966-1967 წლების სეზონში უეფას თასის წინამორბედი, ”ბაზრობათა თასი” მოიპოვა. ფინალში მაქსიმირზე ”დინამომ” ”ლიდსი” 2:0 დაამარცხა, ხოლო საპასუხო მატჩი ”ელანდ როუდზე” გატანილი გოლების გარეშე მორჩა.

დინამოს ყველაზე თვალსასეირო და დაძაბული მატჩები ”სპლიტის ჰაიდუკთან” აქვს. მარადიული დერბი 206 ჩატარებულ შეხვედრას ითვლის, საიდანაც ”დინამომ” 87-ჯერ იმარჯვა, 66 შეხვედრაში კი მოედანი თავაწეული ”ჰაიდუკმა” დატოვა.

”დინამო ზაგრებში” ხორვატული ფეხბურთის არაერთ ვარსკვლავს უასპარეზია. გუნდის მაისური სხვადასხვა დროს ტომისლავ ივკოვიჩს, ტომისლავ ბუტინას, დარიო შიმიჩს, ზვონიმირ ბობანს, რობერტ პროსინეჩკის, ივიცა ოლიჩს, ზვონიმირ სოლდოს, ლუკა მოდრიჩს და სხვა გამოჩენილ ფეხბურთელს მოურგია.

”დინამო თბილისის” პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები