“გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტი “ნაპოლის” კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის გამო აკრიტიკებს
იტალიური “ლა გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტი ნიკოლა ბინდა “ნაპოლის” მიერ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს ქართველ ფეხბურთელზე უკეთესი ვარიანტი აქვს.
“ნაპოლის” ალესიო ძერბინის სახით საკმაოდ ძლიერი მოთამაშე ჰყავს. ეს ფეხბურთელი “ფროზინონეს” რიგებში საკმაოდ კარგად გამოდის და შესაძლოა, სამ წელიწადში იტალიის ნაკრების ძირითადი მოთამაშე გახდეს.
“ნაპოლის” სტრატეგიის არ მესმის. გყავთ ისეთი კარგი ფეხბურთელი, როგორიც ძერბინია, რომლის იჯარიდან დაუყოვნებლივ დაბრუნების შესაძლებლობა გაქვს და ამის ნაცვლად ბათუმის “დინამოს” მოთამაშის შეძენა გინდათ. შესაძლოა, კვარაცხელია ფენომენალური ფეხბურთელია და ზოგიერთი ჩემი სიტყვა ფაქტებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ამ ეტაპზე ძერბინზე აქცენტის არგაკეთება “ნაპოლის” მხრიდან წარმოუდგენელი ნაბიჯია. შესაძლოა, ეს უკანასკნელი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების ლიდერიც კი იყოს”, – იტალიელი ჟურნალისტის სიტყვებს “არეანაპოლი” ციტირებს.
ალესიო ძერბინი “ნაპოლის” ფეხბურთელია და 2021-2022 წლების სეზონში სერია B-ში მოასპარეზე “ფროზინონეს” რიგებში იჯარის წესით ირიცხება. მან 24 მატჩი შვიდი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინთან” კონტრაქტი საბოლოოდ გაწყვიტა და ბათუმის “დინამოს” ოფიციალურად შეუერთდა.