გეგა ჩაკვეტაძე – საფრანგეთში მოთამაშე ახალგაზრდა ქართველი
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები საკმაოდ მრავლად გვხვდებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. რამდენიმე დღის წინ სტარსბურგში მოთამაშე გეგა ჩაკვეტაძის შესახებ შევიტყეთ და ამ საინტერესო მოთამაშეს საფრანგეთში დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ.
– 16 წლის ვარ. ფეხბურთის თამაში 10 წლის ასაკში ბათუმში ირაკლი გოგიჩაიშვილთან დავიწყე.შემდეგ თბილისში წამოვედი, სადაც ერთი წელი „საბურთალოში“ ბატონ ვოვა მუსერიძესთან და მიშა კალმახელიძესთან ვიყავი.
– საფრანგეთში როგორ აღმოჩნდი?
– საფრანგეთამდე „ესპანიოლში“ ვიყავი სინჯებზე, სადაც საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ დავრჩი. შემდეგ მამაჩემმა სტრასსბურგში ჩამიყვანა და აქაურ „AS”-ში დავიყწე თამაში.
– რა დონის გუნდია?
– საკმაოდ ნორმლური გუნდია. რაც მთავარია სათამაშო პრაქტიკა მაქვს. რაც მოვედი, ძირითადის ფეხბურთლელი ვარ და გუნდიც მერვე ადგილიდან მეოთხეზე აღზევდა.
– რომელ პოზიციაზე თამაშობ?
– რამდენიმე პოზიციაზე მიწევს ასპარეზობა. შეტევაში ორივე ფლანგზე და ცენტრშიც. პოზიციებს თამაშის მიხედვით ვიცვლი.
– სამომავლო გეგმებზე რას გვერტყვი?
– აქ გაჩერებას დიდი ხნით არ ვაპირებ. საბუთების პრობლემის მოგვარებას ველოდები, რაც ევროპის რომელიმა კლუბში უპრობლემოდ მომცემს თამაშის საშუალებას. ვნახოთ რა გამოვა.
– როგორ ფეხბურთს ანიჭებ უპირატესობას და რომელი ფეხბურთელი მოგწონს?
– ძალიან მომწონს „ბარსელონას“ ფეხბურთი. გამორჩეულ მოთამაშედ კი, რონალდინიო მიმაჩმია.
თუმცა, არ შემიძლია არ ავღნიშნო მადრიდის „რეალის“ და კრიშტიანუ რონალდუს შესანიშნავი თამაში. რონალდინიოს შემდეგ სწორედ რონალდუს დავაყენებდი.
– რა არის შენი მთავარი მიზანი ფეხბურთში?
– ჩემი ოცნება, დიდი ფეხბურთის თამაშია. ამისთვის მართლა არაფერს არ ვიშურებს. ძალიან მინდა, რომ რაღაც ღირებულს მივაღწიო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ყველა მწვრთნელს და ჩემს მშობლებს, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ჩემს კარიერაში. იმედია შრომა არ დამეკარგება და ჩემი ცხოვრების მთავარ ოცნებას ავისრულებ.